ზურაბ აბაშიძე - 2008 წლის მოუნანიებელი ცოდვის გადაფარვას "ნაციონალები" საყოველთაო სკლეროზის იმედით ცდილობენ

ზურაბ აბაშიძე - 2008 წლის მოუნანიებელი ცოდვის გადაფარვას "ნაციონალები" საყოველთაო სკლეროზის იმედით ცდილობენ

რუსეთთან ურთიერობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეფასებით, 15 ნოემბრის აქციამ აჩვენა , რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ, - ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით გუშინ გამართული აქციის - "არა ანექსიას" კომენტირებისას განუცხადა.

"15 ნოემბრის მიტინგის შემდეგ ჩემი დიაგნოზი ასეთია: არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს არა აქვთ. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელთაც არც საქართველოში და არც უცხოეთში რეალური მხარდაჭერის იმედი არ უნდა გააჩნდეთ. მათ ჰქონდათ 8 წელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად, რაც კატასტროფით დასრუდა, ახლა კი ცდილობენ მძლეთამძლე გმირების მანტია მოირგონ, ყველაფერი სხვას გადააბრალონ და ისევ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ამის საშუალებას მათ არავინ მისცემს", - აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ ეპატიჟებოდნენ ცხინვალში ახალი წლის შესახვედრად და სოხუმში ველოსიპედებით გასასეირნებლად. "რუსეთი კი ყველა ვიდეოკლიპსა თუ შოუში ულმობლად დაამარცხეს! ჩადენილი შეცდომებისა და დანაშაულების, ასევე 2008 წლის მოუნანიებელი ცოდვის გადაფარვას ეს ადამიანები ეტყობა საყოველთაო სკლეროზის იმედით ცდილობენ. ვერანაირი თვითკრიტიკა ან სინანულის განცდა მათგან ვერც ახლა ვერ ვიხილეთ.

თუმცა, მათ მიერ მოდელირებულ სამყაროს არანაირი კავშირი არ აქვს დღევანდელი მსოფლიოს რეალობასთან. ხელისუფლების მიმართ მათმა უაღრესად შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა და აგრესიამ ჩემში სიბრალულის განცდა გამოიწვია. ვწუხვარ, რომ ვხედავ ერთ დროს უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდების ასეთ პოლიტიკურ დეგრადაციას. ამასთანავე, გამოვთქვამ კმაყოფილებას, რომ თავყრილობამ ექსცესებისა და პროვოკაციების გარეშე ჩაიარა, რაც გარკვეულწილად "ღარიბაშვილის ტირანიის" დამსახურებაც უნდა იყოს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა