დავით უსუფაშვილი - ყველამ დეტალურად იცოდა ბოლო ორი კვირის ამბები, გვარებით, სახელებით და ყველაფრით

დავით უსუფაშვილი - ყველამ დეტალურად იცოდა ბოლო ორი კვირის ამბები, გვარებით, სახელებით და ყველაფრით

ჩვენს მეგობრებს აქვთ კითხვები, ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ყველამ, ვისაც კი შევხვდით , დეტალურად იცოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი ამბები გვარებით, სახელებით და ყველაფრით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ნიდერლანდებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი კარგია, თუმცა უკეთესი იქნება, ეს გვარები, სახელები და მოვლენები უფრო პოზიტიურ კონტექსტში იყოს ნახსენები და არა კითხვებში.

"დღეს გავაგრძელეთ შეხვედრები ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში გვქონდა ძალიან საყურადღებო შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე აფხაზეთის მიმართულებით, ასევე, ევროკავშირის მონიტორების საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ სხვა საინტერესო თემაზე და მივიღეთ დაპირება, რომ უახლოეს ხანებში ევროკავშირის დონეზე სხვადასხვა შეხვედრების დროს ეს თემები იქნება სათანადოდ წამოწეული ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების მხრიდანაც. გვქონდა შეხვედრები სენატში, სენატის თავმჯდომარესთან, ასევე ძალიან მეგობრულ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა ამ შეხვედრამ და ახლა უკვე საჯარო შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა პარტიებიდან, უწყებებიდან, საელჩოებიდან გავაცანი ქვეყანაში არსებული ვითარება, რომელიც მარტივად შეიძლება გამოიხატოს შემდეგ ფრაზებში, რომ საქართველოს უნდა ევროპა და ნატო და ევროპამ და ნატომ უნდა გააკეთოს მეტი იმისთვის, რომ ეს სურვილი იყოს რეალიზებული და ქვეყანა იყოს დაცული შესაძლო აგრესიისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო იმაზე საუბრებში, არის თუ არა საქართველოში პრორუსული განწყობები - ასეთი არ არის, არის თუ არა საქართველოში პრორუსული ლიდერები - ასეთები არ არიან. ისინი კი, ვინც ამას იბრალებენ, არ გამოსდით დამაჯერებლობა პრორუსულობაში, ამიტომ ეს საკითხები და კითხვები უნდა მოვხსნათ და გადავიდეთ რეალურ საქმეზე - დიახ, გვინდა ევროპა, მაგრამ ამისთვის რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი?", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი შეხვედრები საინტერესოა იმიტომ, რომ ჩვენს მეგობრებს აქვთ კითხვები და ძალიან სასიამოვნოა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

"ყველამ, ვისაც კი შევხვდით, დეტალურად იცოდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში მომხდარი ამბები გვარებით, სახელებით და ყველაფრით - ეს კარგია. თუმცა უკეთესი იქნება, რომ ეს გვარები, სახელები და მოვლენები უფრო პოზიტიურ კონტექსტში იყოს ხოლმე ნახსენები და არა კითხვებში, რომ რა ხდება, რატომ მოხდა და ასე შემდეგ. მე ცხადია, კოლეგები დავარწმუნე იმაში, რომ შეიცვალა ხალხი და არა პოლიტიკა, ანუ შეიცვალნენ ადამიანები, ხელმძღვანელები და არა ქვეყნის პოლიტიკა, თუმცა, ის ხალხი, ვინც შეიცვალა და ვინც დღემდე მუშაობდა ამ მიმართულებით, არის სერიოზული დანაკლისი ჩვენთვის და ამას კომპენსირება სჭირდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა