ირაკლი ალასანია - კანდიდატურა, რომელსაც მე უნდა შევეცვალე, წინასწარ იყო შერჩეული

ირაკლი ალასანია - კანდიდატურა, რომელსაც მე უნდა შევეცვალე, წინასწარ იყო შერჩეული

კანდიდატურა, რომელსაც მე უნდა შევეცვალე, წინასწარ იყო შერჩეული, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ რადიო "თავისუფლებისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის უწყებასთან დაკავშირებული საქმეების გააქტიურება წინასწარ იყო დაგეგმილი და პოლიტიკურად მოტივირებული.

"პრემიერ-მინისტრის ღრმა ცოდნამ ოპერატიული და საიდუმლო მასალების დეტალების, კიდევ უფრო გამიღრმავა ეჭვი, რომელიც ძალიან ბევრს აქვს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ - მთელი ეს კამპანია არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომ დაისვაროს შესაძლო და პოტენციური პოლიტიკური კონკურენტი მომავალი არჩევნების პერიოდში. მათ იცოდნენ, რომ მე ვაპირებდი ყრილობის ჩატარებას. ამასაც ვუკავშირებ სამართალდამცავი სტრუქტურის გააქტიურებას. მე არ მითქვამს, რომ ქვეყანამ გადაუხვია ევროატლანტიკური გზიდან, მე ვთქვი, რომ შეკითხვები არსებობს და შევიკრიბოთ პოლიტიკურ საბჭოზე და განვიხილოთ, მაგრამ ეს არ შედგა. აქედან გამომდინარე, მართლაც მგონია, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, ისევე როგორც შერჩეული იყო კანდიდატურა, რომელსაც მე უნდა შევეცვალე, რადგან იმ წამსვე მოხდა ახალი კანდიდატურის დასახელება", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ე.წ. კაბელების საქმის აღძვრის შემდეგ პროექტის განხორციელებამ აზრი დაკარგა.

"ეს იყო მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, პროკურატურის ქმედებებით ამ პროექტის განხორციელებამ აზრი დაკარგა, იმიტომ რომ ჩვენმა მოწინააღმდეგემ ახლა უკვე ძალიან კარგად იცის როგორ საკომუნიკაციო საშუალებებს იქმნიდა შეიარაღებული ძალები",-აცხადებს ალასანია.

"ინტერპრესნიუსი"

კახა კალაძე ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი