შეიძლება 21 000 ლარი ვინმეს დიდ ციფრად მოეჩვენოს, მაგრამ ეს არის მთლიანი წლის დანამატი - ხადური საკუთარ დანამატზე

შეიძლება 21 000 ლარი ვინმეს დიდ ციფრად მოეჩვენოს, მაგრამ ეს არის მთლიანი წლის დანამატი - ხადური საკუთარ დანამატზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განმარტებით, 21 000 ლარის ოდენობის დანამატი მან 10 თვის განმავლობაში მიიღო.

როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, ეს არ არის ერთჯერადი დანამატი, არამედ აქ საუბარია 10 თვეზე.

"პრემია არ ამიღია არც ერთი თეთრი. ეს არის დანამატი, რომელიც განსაზღვრულია პრემიერმინისტრის ბრძანებით და თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მინისტრების შრომის ანაზღაურება შემცირდა. ჯერ კიდევ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეამცირა მინისტრების შრომის ანაზღაურება, შემდეგ, რაც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილია პრემიერ-მინისტრი, ის კიდევ შემცირდა. ჩვენი ანაზღაურების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის უკვე საქართველოში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ვინმემ რომ თქვას, რომ 21 000 აიღო ერთჯერადად, შეიძლება ეს დიდ ციფრად მოეჩვენოს, მაგრამ ეს არის მთელი წლის განმავლობაში მიღებული დანამატი.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრებმა და მოადგილეებმა 2014 წლის 8 თვის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს, საიდანაც თითქმის ნახევარი პრემიებსა და დანამატებს შეადგენს.

მისივე ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა 21.680 ლარი მიიღო.

ასევე იხილეთ| მინისტრებმა და მათმა მოადგილეებმა 8 თვეში 3 მილიონზე მეტი პრემია და დანამატი გამოიწერეს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა