"ვერ გეტყვით, არ დამიანგარიშებია" - თამარ სანიკიძის პასუხი ჟურნალისტს 27 000 ლარიან პრემიასა და დანამატზე

"ვერ გეტყვით, არ დამიანგარიშებია" - თამარ სანიკიძის პასუხი ჟურნალისტს 27 000 ლარიან პრემიასა და დანამატზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, პრემიის სახით, აღებული აქვს 6 000 ლარი. ამის შესახებ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, თამარ სანიკიძემ პრემიის და დანამატის სახით 27 930 ლარი აიღო. როგორც თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეტყვიან 27 930 ლარი რისგან შედგება, უფრო კონკრეტულად გასცემდა პასუხს.

"თუ საუბარია ხელფასზე და დანამატზე, მთავრობის დადგენილებით, ეს ყველა მინისტრს ერთნაირად ეძლევა", - განაცხადა სანიკიძემ.

კითხვაზე, საუბარია იმაზე, რომ მან პრემიისა და დანამატის სახით 27 000 ლარზე მეტი აიღო, მინისტრმა განაცხადა - "ვერ გეტყვით, არ დამიანგარიშებია". განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრემიის სახით მან დაახლოებით 6000 ლარი აიღო და სხვა რაოდენობის პრემია არ აუღია.

ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანამატთან ერთად პრემია მიიღო განათლების მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, თამარ სანიკიძის მიერ მიღებული დანამატი 21.680 ლარს, ხოლო პრემია 6 250 ლარს შეადგენს.

ამავე თემაზე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა