რომ გეცოდინება კოდორი საით არის, გაგცემ მერე პასუხს - ირაკლი ფირცხალავა ოპონენტს

რომ გეცოდინება კოდორი საით არის, გაგცემ მერე პასუხს - ირაკლი ფირცხალავა ოპონენტს

"იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერი ემზარ კვიციანის ბრალეულობაზე მსჯელობას დაეთმო. სტუდიაში მოწვეულმა სტუმრებმა, კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენების იტორია გაიხსენეს.

ყოფილი პოლკოვნიკის, ირაკლი ფირცხალავას განცხადებით, კოდორის ხეობაში პოლიციის შესვლის მიზეზი ხეობაში არსებული კრიმინოგენული ვითარება იყო. მისი თქმით, გუბერნატორი ემზარ კვციანი და ბატალიონი "მონადირე" მოსახლეობას ვერ იცავდა. მოხდა რამდენიმე გატაცება წითელი ჯვარის და გაეროს დელეგაციების,  გაჩაღდა სამართალდამცავთა მკვლელობა და მათი ოჯახის წევრების.  გოჩა აფრასიძის ძმა მოკლეს, ის არ აკმარეს, რომ მოკლეს, გახსნილი ხელყუმბარა დაადეს და ისე ააფეთქეს."- აღნიშნა ფირცხალავამ.  მისივე განცხადებით, 2006 წლამდე არცერთ გამომძიებელს და არცერთ პროკურორს კოდორის ხეობაში შესვლის საშუალება არ მისცემია.

ფირცხალავას განცხადებას დარბაზში მყოფი საზოგადოებიდან რეპლიკა მოჰყვა.

"რომ გეცოდინება კოდორი საით არის, გაგცემ მერე პასუხს, შენ ჩემი თანამშრომელი იყავი მგონი, ხო?", რეპლიკას რეპლიკით უპასუხა ფირცხალავამ.

ასევე დაგაინტერესებთ: "საქართველომ რომ კოდორის ხეობა შეინარჩუნა, ეს ემზარ კვიციანის დამსახურება იყო" - ირაკლი ბათიაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა