ვინ არის ემზარ კვიციანი, დამნაშავე თუ გმირი? - მხარეების "რეაქცია" "რეაქციაში"

ვინ არის ემზარ კვიციანი, დამნაშავე თუ გმირი? - მხარეების "რეაქცია" "რეაქციაში"

ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუ "რეაქციის" ეთერის მთავარი თემა ემზარ კვიციანი და კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები იყო. თემის განხილვამ სტუდიაში ცხარე კამათი გამოიწვია.

"საქართველომ რომ კოდორის ხეობა შეინარჩუნა, ეს იყო ემზარ კვიციანის და ბატალიონი "მონადირის" დამსახურება," - ასე შეაფასა ირაკლი ბათიაშვილმა ემზარ კვიციანის საქიანობა.

ბათაშვილის განცხადებით, ემზარ კვიციანი საქართველოს ხელისუფლების

მხრიდან არის პოლიტიკური დევნილი.

"თერმოპილეს ტოლფასი გმირობა იყო ის, რაც გააკეთეს მაშინ კოდორელებმა...ემზარ კვიციანი, რომ უკანონო პატიმარია და ამ შემთხვევაში უკვე პოლიტიკურ პატიმარი, ეს არავითარ კამათს არ იწვევს. ჩემთვის გულსატკენია ის, რომ ეს კამათი და აზრთა სხვადასხვაობა განპირობებულია იმით, რომ მავანმა და მავანმა არ იცის საქართველოს უახლესი ისტორია",-განაცხადა ბათიაშვილმა.

ბათიაშვილის მოსაზრებას იზიარებს ირმა ინაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ემზარ კვიციანი არის გმირი.

"სიმართლე არის ზედაპირზე, რომ კოდორი სააკაშვილმა ჩააბარა. დაგიმტკიცებთ, რომ ჩააბარა თუ ბევრს გაახურებთ... უბრძანა მიწასთან გაესწორებინათ, დაედუღებინათ ჩხალთა, მაშინ როდესაც იქ ბავშვები თამაშობდნენ. როგორც ცხინვალში უნდოდა დროშების შეტანა და გამარჯვება ეზეიმა, იმ ავანიურისტს, ამ სამხედრო დამნაშავე სააკაშვილს, ისევე ჩააბარა კოდორი მტერს, იგივე პრინციპით..", აღნიშნა ინაშვილმა.

ინაშვილი რუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა ნინუცა ფორჩხიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება განცხადებები იმის შესახებ, რომ კვიციანი რუსეთს ებრძოდა, მაშინ როდესაც მან პოლიტიკური თავშესაფარი სწორედ რუსეთში მიიღო.

კრიტიკის პასუხად ინაშვილმა ფორჩხიძეს გიორგი სააკაძე გაახსენა. "მასე გიორგი სააკაძეც წავიდა ირანში, მაგრამ საქართველოს სასარგებლოდ წავიდა".- დასძინა ინაშვილმა.

ყოფილი პოლკოვნიკის, ირაკლი ფირცხალავას განცხადებით, კოდორის ხეობაში პოლიციის შესვლის მიზეზი ხეობაში არსებული კრიმინოგენული ვითარება გახდა. მისი თქმით, გუბერნატორი ემზარ კვციანი და ბატალიონი "მონადირე" მოსახლეობას ვერ იცავდა. მოხდა რამდენიმე გატაცება წითელი ჯვარის და გაეროს დელეგაციების, გაჩაღდა სამართალდამცავთა და მათი ოჯახის წევრების მკვლელობა. გოჩა აფრასიძის ძმა მოკლეს, ის არ აკმარეს, რომ მოკლეს, გახსნილი ხელყუმბარა დაადეს და ისე ააფეთქეს."- აღნიშნა ფირცხალავამ.

მოგვინებით პირდაპირ ეთერში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ჩაერთო და ხელისუფლების პოზიცია გააჟღერა. როგორც სუბარმა აღნიშნა, ემზარ კვიციანის ოჯახს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბინა ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაუბრუნდა.

"როდესაც ემზარ კვიციანის ოჯახი დაბრუნდა საქართველოში, ბინა შსს-ს ჰქონდა გადაცემული და მაშინდელი შს მინისტრის პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ბინა დაუბრუნდათ რეალურ მფლობელებს", - აღნიშნა სუბარმა.

"ემზარ კვიციანთან მიმართებაში არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. უნდა მოხდეს ისეთი შეთანხმება, რომელიც მის წარსულ დამსახურებას გაუსვამდა ხაზს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს ორ მხარეს შორის. ეს მხარები არის ბრალდებისა და დაცვის მხარეები. დარწმუნებული ვარ, ამ შეთანხების საფუძველი არსებობს და იმედი მაქვს მალე მოხდება. ეს არის ხელისუფლების პოზიცია", - აღნიშნა სუბარმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა