მუშაობენ თუ არა შსს-ს თანამშრომლები, ე.წ. ოდეერები საზოგადოებრივ მაუწყებელში

მუშაობენ თუ არა შსს-ს თანამშრომლები, ე.წ. ოდეერები საზოგადოებრივ მაუწყებელში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, ე.წ. ოდეერების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, თბილისის მერიის, მთავრობის კანცელარიისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შემდეგ "ოდეერი" საზოგადოებრივ მაუწყებელშიც არის გამწესებული.

"საზოგადოებრივ მაუწყებელში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის არსებობის შესახებ სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე გასულ წელს საუბრობდა. გოგუაძის განცხადებით, შსს-ს კონტრდაზვერვის თანამშრომელი ირაკლი ციბაძე დირექტორის გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის საკითხის გამოცხადებასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას სთხოვდა, რის სანაცვლოდაც მაღალ თანამდებობას პირდებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ დაადასტურა, რომ ირაკლი ციბაძე გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში და განაცხადა, რომ მის გადაყენებას არ აპირებდა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით კი, ირაკლი ციბაძე სამინისტროში არ მუშაობდა.

2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 04/06/1977 წელს დაბადებული ირაკლი ციბაძეს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს მეოთხე სამსახურის უფროსის (სამმართველოს უფროსის მოადგილე) თანამდებობა ეკავა. 2013 და 2014 წლების დეკლარაციების მიხედვით კი, ციბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" თანამშრომლების მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნოს კომისიის ვებგვერდზე არსებული ფოტოსურათის წარდგენის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრმა ემზარ გოგუაძემ და მისმა ორმა კოლეგამ ამოიცნეს 04/06/1977 წელს დაბადებული ირაკლი ციბაძე. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ციბაძე დღემდე მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა