პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება არის საქართველოს ანექსიისკენ გაადგმული ნაბიჯი.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი სირთულეს უქმნის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და ჩიხში შეჰყავს ის მოლაპარაკებები, რომელიც არსებობდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.

"ეს ნაბიჯი ახალ გამოწვევებს უქმნის საქართველოს, ჩვენ პარტნიორებს როგორც ევროპაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი აფხაზეთს ფაქტობრივად რუსეთის ნაწილად აქცევს.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და გამოწვევას უქმნის როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას.

"ჩვენ უნდა გავიზაროთ ის, რომ ამ საკითხზე ადეკვატური პასუხის მიღების გარეშე რუსეთის ექსპანსიონისტურ და ანექსისტურ პოლიტიკას ექნება მომავალი. ამ პოლიტიკას უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ანტიანექსისტური პოლიტიკის ირგვლივ გაერთიანებისკენ. მნიშვნელოვანდ მიგვაჩნია საერთაშირისო ფორუმებზე მასშტაბური განხილვა არსებული პრობლემების. დღეს ჩვენ გვჭირდება ერთობლიობა, სიმტკიცე და გონიერება.

მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მიმაჩნია, რომ არსებობს რესურსი ჩვენს საზოგადოებაში, რომლითაც ჩვენ შევძლებთ გავერთიანდეთ და გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში მას მიაჩნია, რომ აუცილებელია მოწვეულ იქნას გაერო-ს უშიშროების საბჭო, ასევე ეუთო-ს, ევროსაბჭოს, ნატო-ს და სხვა ფორუმებზე წამოწეული უნდა იყოს ეს საკითხი.

"მოვუწოდებ ამ მიზნით გაერთიანდენენ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება, კვლევითი ცენტრები, პოლიტიკური ორგანიზაციები და ერთიანად გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, რომლითაც შევძლებთ, რაც შეიძლება უფრო ხმამაღლა ვისაუბროთ ამ თემის შესახებ და მსოფლიო თანამეგობრობას გავაგონოთ ეს პრობლემა. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საფრთხე ექმნება თავად აფხაზობას, მის იდენტობას, კულტურულ მომავალს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ძალების და საზოგადოების კონსენსუსის შედეგად, განსაკუთრებით დევნილ მოსახლეობასთან დისკუსიის შედეგად, შესაძლებელი იქნება გავიაზროთ და ვილაპარაკოთ იმ პრობლემაზე, რასაც წარმოადგენს აფხაზეთი და ოკუპირებული ტერიტორიები.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა