რიჩარდ ნორლანდი - აშშ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას არ აღიარებს

რიჩარდ ნორლანდი - აშშ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას არ აღიარებს

ამერიკის შეერთებული შტატები ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას არ აღიარებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა შსს-ს პოლიცის აკადემიაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სემინარის გახსნამდე განუცხადა. როგორც ნორლანდმა აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარი პოზიცია უკვე გაავრცელა. ამასთან, ელჩი აცხადებს, რომ თავის მხრივ შეშფოთებას იზიარებს.

"ჩვენ ვიზიარებთ ამ შეშფოთებას, რომელიც ალბათ ყველა ამ ოთახში მსხდომ ადამიანს აქვს. მოგიწოდებთ, გაეცნოთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი გახდა. მასში ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. დამატებით შემიძლია აღვნიშნო ისიც, რომ ამ ხელშეკრულებას, რომელიც ასეთი ფორმით არის დადებული, არ ვაღიარებთ", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა