ზურაბ ტყემალაძე შელახული სახელის რეაბილიტაციას სიცრუით ცდილობს - "გზა" ინტერვიუს ჩანაწერს აქვეყნებს

ზურაბ ტყემალაძე შელახული სახელის რეაბილიტაციას სიცრუით ცდილობს - "გზა" ინტერვიუს ჩანაწერს აქვეყნებს

Gzapress.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას, სათაურით - "160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს", - დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს ინტერვიუ არაერთმა საიტმა გადაიტანა და გაავრცელა, დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ტელევიზიებში სხვადასხვა თოქ-შოუსა თუ გასართობი გადაცემის განხილვის თემად იქცა.

როგორც წესი, მაშინ, როცა რესპონდენტს საკუთარი, უკვე გამოქვეყნებული ნათქვამი აღარ მოსწონს, გამოსავალს მარტივად პოულობს. აცხადებს, - ეგ სიტყვები არ მითქვამს, ჟურნალისტმა ცუდად დამიწერაო.

ერთ-ერთი საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა (სტილი დაცულია): ჟურნალისტმა კითხვა დამისვა თქვენ გეყოფოდათ 160 ლარიო? მე ვუთხარი, რომ არაკორექტული კითხვა იყო. ყველაფერი შეფარდებითია, ეს იყო და ეს. არა მგონია, ჩემზე მეტად ყოფილიყო მზრუნველი, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებდა. რა თქმა უნდა მიზანმიმართული დისკრედიტაცია არის ალბათ ნაციონალების მხრიდან. ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ ამ სახით უნდა მიეწოდებინა საზოგადიებისთვის და მიაწოდა კიდევაც. ჟურნალისტებს ჩვევიათ რაღაცეების გამოძერწვა. აბსოლუტურად გულახდილად ვესაუბრე, როცა ჟურნალისტმა დამირეკა და ეს კითხვები დამისვა", - განაცხადა ტყემალაძემ.

ჩემი ინტერვიუს ჩანაწერი შენახული მაქვს და შეგიძლიათ, ჩვენი დიალოგის აუდიო ჩანაწერის იმ ნაწილს, რომელიც ბატონმა ზურაბმა უარყო, თანდართულ ბმულზე მოუსმინოთ. დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

იხილეთ აუდიოჩანაწერი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა