ივანიშვილმა ლაზიკის პორტის მშენებლობის გაჩერებით რუსეთის დაკვეთა შეასრულა - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილმა ლაზიკის პორტის მშენებლობის გაჩერებით რუსეთის დაკვეთა შეასრულა - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილმა ლაზიკის პორტის მშენებლობის გაჩერებით, რუსეთის დაკვეთა შეასრულა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" ნიუ-იორკიდან ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა დასვას ერთი კითხვა - რისთვის აშენებს რუსეთი ისტერიულად გზას, თბილისზე შესატევად?. "თბილისზე შეტევა რთულია, მას შემდეგ, რაც მე ავაშენებინე, 2008 წლის შემდეგ გამემაგრებინა და ბეტონის ბუნკერები ამეშენებინა გამაგრებისთვის და არტილერიისთვის, აშენებს გზას კახეთიდან, საიდანაც დარტყმა შეიძლება თბილისზე, აზერბაიჯანზეც და ამ საზღვრის გაკონტროლებაზე, 3 მილიარდი დაახარჯა პუტინმა გზის მშენებლობისთვის. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს რკინიგზის აღდგენაზე, ოჩამჩირე-ენგურის მონაკვეთზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ზურგს უკან ეს "უთავმოყვარეო მთავრობა", რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებას. "ჩვენი კონცეფცია რა იყო - მე ვაშენებდო ლაზიკის პორტს, ეს იყო დიდი ეკონომიკური პროექტი საქართველოში. საერთოდ გადაწყვეტდა დასავლეთ საქართველოში უმუშევრობის პრობემას. მაგრამ ეს იყო პროექტი, რომელიც იქნებოდა წარმოუდგენელი მიზიდულობის პროექტი. რა გააკეთა ივანიშვილმა?! დაბლოკა ლაზიკის პორტი, ჩვენი შანსი, მშვიდობიანი პოლიტიკა გვეწარმოებინა აფხაზეთთან. დღეს რომ ლაპარაკობენ, საქართველო უნდა განვითარდეს, რითი უნდა გავაკეთოთ ეს?! ჩადით ანაკლიაში, ნახეთ, წელს ჩაატარეს იქ ფესტივალი, შენობების ჩონჩხები დგას. რამდენიმე შენობის კარკასი ლპება, რადგან ივანიშვილმა არ მისცა მშენებლობის გაგრძელების საშუალება. 2 წელი რომ დაგვცლოდა, 18 თვე უნდოდა კიდევ, რომ აგვეშენებინა ეს უზარმაზარი პორტი და თავისი მთელი შენონები და რა სოჩა და რა კრასნოდარი და სამხრეთის ოლქის ხელფასები?! ყველა აქეთ გადმობარგდებოდა.

შეასრულა თუ არა ივანიშვილმა ლაზიკის პორტის გაჩერებით რუსეთის დაკვეთა?! ჩემი აზრით შეასრულა! არის თუ არა ივანიშვილი პუტინის ბრძანებების პირდაპირი შემსრულებელი?! თუ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, თავისი წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობის გამო?! ორივე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე ერთ-ერთ ყველაზე უპრეცედენტო ღალატთან სახელმწიფოს ისტორიაში. ამას დაწერს ისტორია", - აღნიშნა სააკაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა