ლევან ბერძენიშვილი - მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი ძალიან გავს იზორიას დაწერილს

ლევან ბერძენიშვილი - მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი ძალიან გავს იზორიას დაწერილს

ჩვენ არ ვიცით, ვინ დაწერა მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი, ბესელიას დაწერილ ტექტს შეიძლება არ ჰგავდეს, რადგან ძალიან გავს იზორიას დაწერილს, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა.

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, პარლამენტი ე.წ. ორგასაღებიან სისტემასთან დაკავშირებით დღეს ორ კანონს განიხილავს. ფრაქცია "რესპუბლიკელები" კი ვახტანგ ხმალაძის ინიციატივას დაუჭერენ მხარს.

"არის ორი ვესრია წარმოდგენილი, ჩვენი ფრაქცია კი ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტს დაუჭერს მხარს. ასევე მივიღებთ მონაწილეობას მეორე ვერსიის განხილვაშიც. გვინდა, რაც შეიძლება უკეთესი ვერსია მიიღოს საქართველოს პარლამენტმა. არ მიმაჩნია, რომ კატატსროფა მოხდება, თუკი მეორე ვერსიას მივიღებთ. აქაც შეიძლება ცვლილებების შეტანა. ეს არის სერიოზული შემთხვევა, როდესაც უმრაველსობას შეაქვს ორი ვერსია კანონის და ძალიან კარგია, რომ არის ამასთან დაკავშირებით კამათი. ორგასაღებიან სისტემასთან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი კონტროლი უნდა არსებობდეს. ჩვენ ვიხრებით დემოკრატიისკენ, ისინი უფრო იხრებიან უშიშროებისკენ. საწყენია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ადამიანის უფლებები უფრო დაბლა დგას, ვიდრე უსაფრთხოების, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია", განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან ბერძენიშვილმა დღეს პარლამენტში უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ორ კანონპროქტს განიხილავენ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა