რას ფიქრობს ირაკლი ალასანია მისი მეუღლის სოციალურ ქსელებში აქტიურობაზე

რას ფიქრობს ირაკლი ალასანია მისი მეუღლის სოციალურ ქსელებში აქტიურობაზე

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მის მეუღლეს, ნათია ფანჯიკიძეს უფლება აქვს, საკუთარი პოზიციები ღიად დააფიქსიროს. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ Forbes Georgia-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მისი მეუღლის სოციალურ ქსელში აქტივობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"ნათია ძალიან დამოუკიდებელი მოქალაქეა. ერთმანეთს ვაძლევთ იმის თავისუფლებას, რომ არ შევზღუდოთ ერთმანეთის საქმიანობით ის თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვეძვირფასება.

ნათიას პროფესიაც, სოციალური წრეც და მისი საქმიანობაც აძლევს ყველანაირ უფლებას, რომ საკუთარი პოზიციები ასე ღიად დააფიქსიროს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა