"თავისუფალი თაობის" საგანგებო განცხადება - "მოსალოდნელია საპარლამენტო გადატრიალება"

"თავისუფალი თაობის" საგანგებო განცხადება - "მოსალოდნელია საპარლამენტო გადატრიალება"

"თავისუფალი თაობა" განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ორგანიზაცია "ოცნებაში ჩანერგილებისა და ნაციონალების გეგმებზე" იუწყება.

"ყველას ყველას ყველას!!!(განსაკუთრებით ჟურნალისტებს).

თავისუფალი თაობის საგანგებო განცხადება "ოცნებაში" ჩანერგილებისა და ნაციონალების გეგმის თაობაზე!

მას შემდეგ რაც 15 ნოემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ ნათლად დაინახა რომ მას ხალხში არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს ტაქტიკა შეცვალა და ქართულ ოცნებაში ჩანერგილი აგენტურის საშუალებით აამოქმედა გეგმა საპარლამენტო გადატრიალებისა.

დიდი ხნის განმავლობაში ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და მთელს პოლიტიკურ სპექტრს,რომ ნაცები აწარმოებდნენ მუდმივ კონსულტაციებს ქართულ ოცნებაში ჩანერგილ პირებთან,რათა საჭირო მომენტში მომხდარიყო მათი ამოქმედება.ამის ნათელი დადასტურება გახლავთ 22ნოემბერს შემდგარი შეხვედრა სადაც თავისუფალი დემოკრატების,რესპუბლიკელების ,ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და დათა ახალაიას დროინდელმა კუდის მაღალჩინოსნებმა ისაუბრეს ე.წ.შესაძლო საპარლამენტო გადატრიალებაზე.

როგორც ჩვენთვის სარწმუნო წყაროდან გახდა ცნობილი ხათუნა გოგორიშვილის მეშვეობით მოხდა შეხვედრა უშუალოდ ამერიკაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან,სადაც იყო პირდაპირ საუბარი პარლამენტში საპარლამენტო კრიზისის გამოწვევაზე.ნაცების,ალასანიას გუნდის და რესპუბლიკელების მიერ ჩაგდებულ უნდა იქნას ყველა მნიშვნელოვანი კანონპროექტი რომელსაც მთავრობა და ქართული ოცნება შეიტანს,აგრეთვე ბიუჯეტის კანონის შესაძლო ჩაგდებაზეც იყო საუბარი.ფაქტია რომ ქართული ოცნების კოალიციაში მყოფი ქალბატონი კორძაია აშკარად თამაშობს ნაცების თამაშს და მათ ფარულ აგენტად გვევლინება,აგრეთვე ქალბატონი გოგუაძე რომელიც პირდაპირი ხაზია ალასანია-სააკაშვილს შორის,მნიშვნელოვანია დათა ახალაიას კუდის მაღალჩინოსნის ახლო კავშირებიც მათთან.

ჩვენ ვაფრთხილებთ ქართულ საზოგადოებას,ვაფრთხილებთ ხელისუფლებას,რომ ამ შეხვედრაზე და სხვა შეხვედრებზეც მომზადდა საპარლამენტო გადატრიალების გეგმა,რომლის რეალიზაციაც უკვე დაწყებულია და რომელიც უნდა გახდეს სააკაშვილის ბანდის რევანშის საფუძველი,ამის ნათელი დადასტურებაა ნაცების დავალებით და მათთან შეთანხმებით ხელისუფლების მიერ შეტანილი კანონპროექტების ბლოკირება.

მოვუწოდებთ ყველა პროგრესულ ძალას წინ აღვუდგეთ სააკაშვილის რევანშის შესაძლებლობას!!!

ფოტოზე წარმოდგენილნი არიან - თამარ კორძაია (რესპუბლიკური პარტია) ნინო გოგუაძე (ალასანია-„თავისუფალი დემოკრატები“ ) ხათუნა გოგორიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და დათა ახალაიას დროინდელი კუდ-ს უშიშროების საკითხებში სამართველოს უფროსი (დათა ახალაიას უახლოესი მეგობარი) თამარ მიქაძე.

ფოტოები გადაღებულია ნიუ-იორკში 22 ნოემბერს 2014 წელს. ბრაზილიური რესტორანი "Churrascaria Plataforma" (მდებარე მანხეტენზე, საკმაოდ ძვირადღირებული)", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ| დეპუტატ ქალებს საპარლამენტო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ - სკანდალური ფოტოები თუ გაუგებრობა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა