ბობოხიძე "ოცნების" ლიდერთა სექსუალური შინაარსის ჩანაწერებზე და უსუფაშვილის "მე, რა ვქნა, მე?!"

ბობოხიძე "ოცნების" ლიდერთა სექსუალური შინაარსის ჩანაწერებზე და უსუფაშვილის "მე, რა ვქნა, მე?!"

ბატონი ბიძინას ნათქვამი, რომ მას თანაგუნდელებზე სექსუალური ხასიათის ჩანაწერები მიუტანეს, შემთხვევითი არ იყო, - ამ განცხადებით აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს იყო განცხადება პრინციპით "მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონე".

"ოპოზიციაში მთელი მოღვაწეობის დროს ამტკიცებდით, რომ ტოტალურად ვუსმენდით, ვძვრებოდით კომპიუტერებში, ლოგინებში. როგორც ბატონი ბიძინა ამბობს, მას მიუტანას თავის თანაგუნდელებზე გადაღებული სექსუალური კომპრომატები. მინდა გითხრათ, რომ ეს ბატონ ბიძინას შემთხვევით სრულიად არ უთვქვამს. თქვა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა და ამით სინამდვილეში "მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეს" პრინციპით ძალიან გასაგებად უთხრა მას, ვისაც უთხრა, რომ ფლობს გარკვეულ ფარულ ინფორმაციებს. თან კაცი ამბობს, რომ ჭორაობა არ უყვარს და ასეთ საზიზღრად ჭორაობს, თუ როგორ დადიოდა ვიღაც დუბაიში, ვინ სად დადიოდა, ვინ ვის გაუღიმა. თავად იყო ინიციატორი, ჭორი ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გავრცელებულიყო", - განაცხადა ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სიტყვით გამოსვლისას ბობოხიძემ თავიდანვე აღნიშნა, რომ ემოციური გამოსვლა ექნებოდა. მან ეკა ბესელიას მიმართა, რომ ორივეს მაღალი რეგისტრის ხმა აქვთ და ერთმანეთს ხმამაღალი ხმებით ღლიან.

"მე, რა ვქნა, მე?" - ამ რეპლიკით გამოეპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აკაკი ბობოხიძეს.

პარლამენტი ფარული მოსმენების "გასაღებზე" ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსაჯელობას განაგრძობს.

იხილეთ ვიდეო: "კუკარაჩა" ვისია?" - აკაკი ბობოხიძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა