გოგა ხაინდრავა - 60 წლის ვხდები და ჯერ ასეთი მთავრობა საქართველოში არ მახსოვს

გოგა ხაინდრავა - 60 წლის ვხდები და ჯერ ასეთი მთავრობა საქართველოში არ მახსოვს

მოსკოვსა და სოხუმს შორის "სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის მიზნებსა და შედეგებზე, ასევე მოსკოვი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის შესაძლებლობაზე, საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვასა და და ე.წ გასაღების საკითხზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე "ინტერპრესნიუსი" კინოდოკუმენტალისტსა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს გოგა ხაინდრავას ესაუბრა.

- ბატონო გოგა, როგორ შეაფასებდით სოხუმსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას? კონკრეტულად რა უნდა დაუპირისპიროს მოსკოვის ამ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლებამ? ოფიციალური თბილისი მოახერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ჯეროვნად მიპყრობას ამ პრობლემისადმი იმ ფონზე, რომ დასავლეთი უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე მოვლენებით არის დაკავებული?

- მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდიდ ცილისწამება, რომელიც ამასთან დაკავშირებული იყო, თითქოს საქართველომ დათმო საკუთარი პოზიცია, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ორი დღეა, გულდასმით ვათვალიერებ უცხოურ პრესას და პრაქტიკულად არ დარჩა არც ერთი სერიოზული გამოცემა, არც სახელმწიფო და არც გაერთიანება, ვისაც ამის შესახებ განცხადება არ გაეკეთებინოს. ყველგან იყო ციტირება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებისა ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ასეთი აქტიური და მსგავსი საპროტესტო რეაქცია რუსეთისთვის ცოტა მოულოდნელიც კი იყო. დარწმუნებული ვარ, რუსეთი არ ელოდა ესეთ მძაფრ რეაქციას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ჩვენთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც პოლიტიკოსები საკუთარი პარტიული, თუ პიროვნული ამბიციების დასაკმაყოფილებლად მოქმედებენ და არა სახელმწიფოს ინტერესებისთვის, იმის გამუდმებული მტკიცება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მოდუნდა ყურადღება საქართველოსადმი, არ არის მართალი. ყურადღება არც სამომავლოდ მოდუნდება - აქტივობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ დამცხრალა და არც დაცხრება არასოდეს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. დღეს, როგორეც არასდროს, ხელისუფლება წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ყველაზე ახლოს იმ მოდელთან, როდესაც ხელისუფლება საზოგადოების აზრს წარმოადგენს და საზოგადოებას უსმენს, დღეს ვართ. 60 წლის ვხდები და ჯერ ასეთი მთავრობა საქართველოში არ მახსოვს. როგორც წესი, ხელისუფლება იყო ბატონი და ყველა დანარჩენი - ყმები. დღეს უფრო ყმა მთავრობა მგონია და - ბატონები საზოგადოება. სხვა საქმეა, თუ მოთხოვნა უფრო დიდია და დაკმაყოფილება ამ მოთხოვნის არ ხდება, მაგრამ ასეთი აქტიური საზოგადოება და ამდენად მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მყოფი ხელისუფლება საქართველოში ცოტა მახსოვს. მეორეს მხრივ -სერიოზული კითხვა ისმის რისთვის გადადგა რუსეთმა ეს ნაბიჯი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ უკრაინის ისედაც გამწვავებული ვითარების ფონზე რუსეთმა იფიქრა, ამასაც, ანუ აფხაზეთსაც მოაგვარებდა. რუსეთი ყოველთვის ზღურბლზე თამაშობს. რეალურად, დე ფაქტოდ, რაც ხელშეკრულებაში წერია, ყველაფერი განხორციელებულია. აფხაზეთში ფული რუსულია, ჯარი რუსულია და საზღვრებზე რუსები დგანან, ასევე - კანონები. სხვა ატრიბუტი, გარდა დროშისა, აფხაზებს არაფერი გააჩნდათ მთელი ეს პერიოდი და არც ახლა გააჩნიათ. ერთი საინტერესო დეტალი მინდა გამოვყო - მიუხედავად იმისა, რომ ორი დღეა, ვრცელდება ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, თვითონ ხელშეკრულების ტექსტი არ გამოქვეყნებულა. ჩვენ ვიცით რუსული და აფხაზური ვარიანტი, ის შესწორებები რომლებიც აფხაზებმა შეიტანეს, მაგრამ არ ვიცით, რას მოეწერა ხელი. ამას ვუკავშირებ იმას, რომ ალბათ ეს სახარბიელო ტექსტი არ არის აფხაზებისთვის. რუსეთი არასოდეს არ თმობს იმას, რასაც იღებს. ასეთი პრეცედენტი ისტორიას არ ახსოვს. ჩვენი მხრიდან რაიმე ღია კარის მტვრევას აზრი არ აქვს, რადგან დამოუკიდებლად საქართველოს დღეს უნარი არ შესწევს, რეალურად რაიმე შეცვალოს ამ ვითარებაში. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, კი ბატონო, თუმცა ამჟამად ამისთვის კარგი მომენტი ნამდვილად არ არის. სართაშორისო საზოგადოებას ისეთი წყლულები აქვს დღეს უკრაინის, სირიის და ერაყის სახით, რომ არ მგონია, მაინცდამაინც ეცალოს საქართველოსთვის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გამოხმაურება და პროტესტი იყო მაინც ძალიან სერიოზული, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

- ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ოფიციალურმა მოსკოვმა წინა პლანზე აფხაზეთის რკინიგზის თემა წამოწია. პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის, აფხაზეთის რკინიგზის პროექტის რეალიზებას ორგანიზება გაუწიოს. მას მოჰყვა მისი თანაშემწე სურკოვის განცხადება, რომ თბილისი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგი არასოდებს ყოფილა. როგორ ფიქრობთ, არსებულ ვითარებაში თბილისი უნდა დათანხმდეს თუნდაც კონსულტაციების დაწყებას რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთთან დაკავშირებით?

- მოლაპარაკებები ყველა თემაზე უნდა მიმდინარეობდეს. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც რუსული სამხედრო არმადა ბერლინის მისადგომებთან იდგა, მოლაპარაკებები მაშინაც კი მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა უკრაინასა და რუსეთს შორის მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციის ღია მცდელობაა. კაცობრიობას სულ ორი გზა აქვს მოგონილი-მოლაპარაკებები და ომი. მესამე გზა არ არსებობს. რაც შეეხება რკინიგზას, ეს ვარიანტი დღეს რეალური არ არის მარტივი მიზეზის გამო - დღეს დიპლომატიური ურთიერთობები არ არის ორ ქვეყანას შორის. ამიტომ ამ თვალსაზრისით რაიმე ოფიციალური შეთანხმებები არის აბსოლუტურად გამორუიცხული. თავისთავად პროცესი, სადაც შესაძლებელია, გაარკვიო, რისი დამთმობია რუსეთი, რა პოზიცია უკავიათ აფხაზებს და რა პოზიცია შეიძლება დაიკავოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, თემის მოსასინჯად შეიძლება.

ჩემი მინისტრობის დროს ძალიან აქტიური იყო. მეტსაც გეტყვით - ჩვენ აფხაზებთან და რუსეთთან შეთანხმებასაც მოვაწერეთ ხელი, თუმცა ეს 2008 წლის ომამდე იყო. მაშინ აფხაზური და ქართული ჯგუფები ერთად მუშაობდნენ რკინიგზის რეაბილიტაციისთვის. მაშინ ეს აქტიური თემაა იყო, მაგრამ დღეს მე ვფიქრობ რომ საკითხი არსებობს მაგრამ არა დღის წესრიგში.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა