The Wall Street Journal-ი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს აქვეყნებს

The Wall Street Journal-ი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს აქვეყნებს

"საქართველო რჩება დასავლეთის გზაზე", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს. როგორც საქართველოს პრემიერი წერილში აღნიშნავს, ევროპული ინტეგრაციისკენ ქვეყნის გზა მტკიცე და შეუქცევადია.

"ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში შიდა პოლიტიკურ მოვლენებს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. როდესაც თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ 2016 წლის არჩევნების წინ დამოუკიდებელი გზით სვლა გადაწყვიტა, თამამი, მაგრამ სარისკო სტრატეგია აირჩია და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ხელწერის მოქცევის რისკის ქვეშ არის. ეს არგუმენტი უსაფუძვლოა. ეს იმაზე მიანიშებს, თუ რაოდენ ფუნდამენტურია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართული ეროვნული იდენტობისთვის და ყველა პოლიტიკური პარტია და ფიგურა განცალკევებულად ფლობს "ყველაზე პროდასავლურის" ნიშანს. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ინტეგრაციას არ განსაზღვრავს რამდენიმე პიროვნება ანაც ხელისუფლება - მას საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს და პარტიათა შორის ძლიერი კონსენსუსის საკითხია. ის ქართველი ხალხის უტყუარ ნებას გამოხატავს, რომელთა 80%-მა თანმიმდევრულად გამოხატა ერთმნიშვნელოვანი ამბიცია, სრულად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. საქართველოს გზა ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მტკიცე და შეუქცევადია", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც ქვეყნის პრემიერი წერს, ამ კონტექსტში გავრცელებული შეშფოთება საკუთარ მეზობლებზე რუსეთის გავლენის თაობაზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს არსებული მოვლენების დაჩრდილვა, გასაგებია, თუმცა - სამწუხარო; საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ პანიკა გადაჭარბებულია.

"იგივე შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ჩემს მთავრობას აკრიტიკებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე სახელმწიფო შესყიდვების საქმე, რომელშიც თავდაცვის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, შერჩევით სამართლის ნიშნებს ატარებს. როგორც ჩანს, "შერჩევითი სამართლის" კონცეფცია ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას გასცდა და ვრცელდება ყველა სასამართლო პროცესზე, რომელიც უხერხულია ყველასთვის, ვისაც საზღვარგარეთ სიამოვნებით უსმენენ. ოპოზიციური პარტიების ტაქტიკა, გამოიყენონ უცხოელთა გრძნობები შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის, ჩემი მთავრობისთვის არახალია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ თავისუფალი, პლურალური და ძლიერი დემოკრატია. ჩვენ ვამაყობთ ამ დემოკრატიით და მივესალმებით კრიტიკას, მაგრამ თუ ეს კრიტიკა არ არის ფაქტებით გამყარებული და წინაააღმდეგობის გარეშე რჩება, შესაძლოა სახიფათო იყოს. მთავრობა, რომელიც ინარჩუნებს ძლიერ, დემოკრატიულ მანდატს, არ დაუშვებს დამოუკიდებელი პრკურატურისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ყველა დანაშაული გამოძიებული უნდა იყო და ყველა ბრალდებული უდანაშაულოა, ვიდრე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო მის ბრალეულობას არ დაამტკიცებს. ჩვენ გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანია შერჩევითი სამართლის აღქმის თავიდან აცილებაც კი, მაგრამ აღქმა ფაქტებში არ უნდა აგვერიოს.

ფაქტი ის არის, რომ ჩვენ გარდავქმენით სასამართლო სისტემა, მოსამართლეები დამოუკიდებელი გახდნენ, გავაძლიერეთ დამნაშავეთა უფლებები და მედიისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის სასამართლო დარბაზის კარი გავხსენით. ბრალდების წაყენებამდე მნიშვნელოვანი საქმეების განხილვისთვის ჩვენ ყოფილი საერთაშორისო პროკურორებიც კი დავნიშნეთ.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენ რეფორმებსა და ევროინტეგრაციას პანიკამ გადაუღობოს გზა. ხელისუფლებამაში მოსვლის დღიდან, ამ მთავრობის პოზიცია ჩვენი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არსებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილება იყო. ივნისში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის იმპელემენტაციასაც ახლა ვახორციელებთ. სექტემბერში საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხუთი პარტნიორი ქვეყნიდან ერთ-ერთი გახდა, ვისაც ალიანსის გაზრდილი შესაძლებლობების პარტნიორის კვალიფიკაცია მიენიჭა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული ისტორიის კიდევ ერთი ქვაკუთხედი იქნება და ჩვენ მოუთმენლად ველით ამ რბოლას. თუმცა, ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქართველი ხალხის წინაშე დადებული დანაპირებების შესასრულებლად და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისადმი აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ოპოზიციის კრიტიკულ, მაგრამ კონსტრუქციულ მხარდაჭერას კი მივესალმებით", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა