გირგვლიანის ოჯახი, სააკაშვილის გარდა, თაკო სალაყაიას და სხვა პირების დასჯასაც მოითხოვს

გირგვლიანის ოჯახი, სააკაშვილის გარდა, თაკო სალაყაიას და სხვა პირების დასჯასაც მოითხოვს

სანდრო გირგვლიანის ოჯახი სააკაშვილის შემდეგ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, სხვა პირთა მიმართაც ელოდება პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. როგორც "ინტერპრესნიუსს" გირგვლიანის ბიძამ, გიორგი ენუქიძემ განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, სრულიად ადეკვატურია. ამასთან, ენუქიძის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მოსალოდნელია სხვა პირთა მიმართ ბრალის წარდგენა.

"სააკაშვილისთვის წარდგენილი საბრალდებო დადგენილება სრულიად ადეკვატურია, ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა ტერორის მანქანა და სისტემა, რომლის მიხედვითაც იდგნენ და ატერორებდნენ ადამიანებს. ველოდებით, რომ სხვების მიმართაც გამოიკვეთება დანაშაული და მოხდება ბრალის წარდგენა. გამოძიების ფარგლებში ალბათ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვინც საზოგადოებამ არ იცის, - განაცხადა გიორგი ენუქიძემ.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია. გირგვლიანის ოჯახი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს იმ პირთა დაკავება, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან და მიმალვაში იმყოფებიან, ამ კონტექსტში გიორგი ენუქიძემ დათა ახალაია დაასახელა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა