მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე ერთ-ერთი მოწმე ოლეგ მელნიკოვია

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე ერთ-ერთი მოწმე ოლეგ მელნიკოვია

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვია. ამის შესახებ სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილებასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა კოკა კაციტაძემ განუცხადა. მისი თქმით, გარდა ამისა, პროკურატურის მოწმეები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები.

კაციტაძის განცხადებით, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არის 2011 წელს ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ არის ნახსენები, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა საქმეზე ობიექტური მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო.

კაციტაძე არ აკონკრეტებს, არის თუ არა დამყარებული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება პატიმრობაში მყოფი ოლმეგ მელნიკოვის ჩვენებაზე. მიხეილ სააკაშვილის მიმართ სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროკურატურამ ბრალდების დადგენილება გამოიტანა. ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას მიმართ. საქმის კიდევ ერთი ბრალდებულის, დათა ახალაიას წინააღმდეგ საბრალდებო საქმე კი, სასამართლო წარმოებაშია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა