სიტყვიერი დაპირისპირება მურმან დუმბაძესა და ეკა ბესელიას შორის

სიტყვიერი დაპირისპირება მურმან დუმბაძესა და ეკა ბესელიას შორის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ მურმან დუმბაძესა და ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დუმბაძის უკმაყოფილება ეკა ბესელიას გამოსვლას მოჰყვა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ზოგადად ის დეპუტატები, რომლებიც იმ კანონპროექტს დაუჭერენ მხარს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა", "ნაციონალების" იდენტურები არიან.

დუმბაძემ ბესელიას მოუწოდა, დიდაქტიკურად საუბარს თავი დაანებოს, რადგან პარლამენტში ყველას თავისი მოსაზრება გააჩნია კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით.

"მეჩვენება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა და თანამდებობის პირებმა კარგად არ იციან, რა არის პარლამენტის წევრის უფლებები. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, დიდაქტიკური ტონის, რომ პარლამენტში გამოდიოდეს კომისიის თავმჯდომარე და ჭკუას გვარიგებდეს. საუბარია იმაზე, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობა" რამე კანონპროექტს დაუჭერს მხარს და თუკი უმრავლესობის რომელიმე წევრმა ამავე კანონს დაუჭირა მხარი, მაშინ ის იდენტურია "ნაციონალური მოძრაობის". ეს არ არის მართალი. არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე კანონპროექტს, რომელსაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა მხარი, ამავე კანონს ხმა მისცა ბესელიამაც. უნდა ჩავთვალოთ, რომ ისიც არის "ნაციონალური მოძრაობის იდენტური". რაც შეეხება ბესელიას და ფოფხაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწერილი და მე მას მხარს არ დავუჭერ", - განაცხადა მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა