ჩხუბი პარლამენტში -აკაკი მინაშვილის და მერაბ კაჭახიძის გასაშველებლად მანდატური გახდა საჭირო

ჩხუბი პარლამენტში -აკაკი მინაშვილის და მერაბ კაჭახიძის გასაშველებლად მანდატური გახდა საჭირო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი და დეპუტატი მერაბ კაჭახიძე დაუპირისპირდნენ.

სიტუაციის განსამუხტად მანდატური გახდა საჭირო. მათ დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს, თუმცა, სიტყვიერი დაპირისპირება შემდეგ დარბაზის გარეთ გაგრძელდა. საბოლოოდ მანდატურებმა დეპუტატების დამშვიდება შეძლეს.

დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივად განხილვისას მოხდა. სხდომაზე მერაბ კაჭახიძემ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ავადმყოფი უწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის კომიტეტის სხდომა დასრულებულია.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა