ფარულ მოსმენებზე კანონპროექტის მხარდაჭერისგან პარლამენტის თავმჯდომარემ თავი შეიკავა

ფარულ მოსმენებზე კანონპროექტის მხარდაჭერისგან პარლამენტის თავმჯდომარემ თავი შეიკავა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მხარდაჭერისგან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თავი შეიკავა.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს დეპუტატებმა თამარ კორძაიამ, მურმან დუმბაძემ, ვახტანგ ხმალაძემ და ირაკლი ჩიქოვანმა. რაც შეეხება ფრაქცია "რესპუბლიკელების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მათ კანონპროექტს წინააღმდეგ მისცეს ხმა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ თინა ხიდაშელს და "თავისუფალ-დემოკრატებს".

პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 73 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი პარლამენტის 30 წევრი წავიდა.

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩება, თუმცა, ამოქმედდება ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა