"ეს არის კატასტროფა" - მაია ფანჯიკიძე პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურება

"ეს არის კატასტროფა" - მაია ფანჯიკიძე პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურება

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების საკითხის განხილვისას, პირდაპირ ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ჩაერთო.

ფანჯიკიძე პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს.

"ეს ხელშეკრულება , რომელიც ნიშნავს საქართველოს ფაქტობრივ ანექსიას ჩემთვის არის კატასტროფა და მე ვერ წარმომიდგენია ამას უწოდო წარმატება. წარმატება შეიძლება უწოდო ისეთ რამეს, რასაც ცდილობ და შემდეგ მიაღწევ. მე მაინტერესებს ბატონი პაატა ზაქარეიშვილი ცდილობდა, რომ ეს მომხდარიყო? რანაირად თვლის იგი ხელისუფლების წარმატებად ამ ხელშეკრულების გაფორმებას, ჩემთვის წარმოუდგენელია. არსებულ ვიტარებაში ხელისუფელბის ადკევატურ რეაგირებას ვერ ხედავს. მე ვერ ვხედავ, რომ საერთაშორისო პრესა იყოს დაკავებული ამ ამბით. მე ვერ ვხედავ, რომ საქართველო ხელისუფლების უმაღლესი პირები ელაპარაკებოდნენ თავიანთ კოლეგებს ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმისათვის, რომ მათი რეაქციები იყოს ძალიან მკაფიო,"-განაცხადა ფანჯიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ: ნუ გამაგიჟეთ, ბატონო არჩილ, რა ხდება კარგი?! - ინგა გრიგოლიას ემოციური კითხვა არჩილ ჭყოიძეს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა