მარგველაშვილი პარლამენტს მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს

მარგველაშვილი პარლამენტს მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს. ალტერნატიულ ვარიანტში შინაგან საქმეთა სამინისტრო მიყურადების პროცესიდან საერთოდ გამორიცხულია. ე.წ. გასაღები რჩება სასამართლოს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ზედამხედველობას ახორციელებს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა.

"პირველ ყოვლისა, მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმ პროცესით, რომ ამ კანონების მიღების ირგვლივ წარიმართა პოლიტიკური ძალების ჩართულობა, დებატები, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, აქ იყო ის, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატია. ყველა მხარე ცდილობადა, თავისი წვლილი შეეტანა უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებაში, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კანონებს ვეტოს ვადებთ და პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები.

"ნებართვა და ფაქტობრივად ის, რასაც ჰქვია გახსნა-მიყურადება, გასაღების გადატრიალება, კონკრეტული მიყურადება განახორციელოს სასამართლომ, ხოლო ზედამხედველობა ამ პროცესზე განახორციელოს პერსონალური დაცვის ინსპექტორმა. ეს არის მოდელი, სადაც ფუნქციები არის სწორად გადანაწილებული და, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბალანსი ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის იყოს ადეკვატურად დაცული. იმედია, საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა