დავით საგანელიძე - ვეტო თოხი არ არის, როცა მოგეხალისება ადამიანს, ისე ურტყა

დავით საგანელიძე - ვეტო თოხი არ არის, როცა მოგეხალისება ადამიანს, ისე ურტყა

ვეტო თოხი არ არის და როცა მოგეხალისება ადამიანს, ისე არ უნდა ურტყა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პრეზიდენტის მისამართით განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის ყველა წევრი დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფება იმის გამო, რომ მათ გათვითცნობიერებული აქვთ პასუხისმგებლობა. საგანელიძემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ პარლამენტს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტების მოსამზადებლად, რისი მიზეზიც, თავის, მხრივ, პრეზიდენტის პირველი ვეტო გახდა.

"პრეზიდენტმა დაადო ვეტო დროს და მხოლოდ 1 თვე მოგვცა ამ კანონისთვის, რამაც მძიმე სიტუაციაში ჩაგვაგდო ჩვენც და მისი წარმომადგენლებიც. ამიტომ ძალიან სერიოზული დაფიქრება სჭირდებოდა ამ ვადის შემცირებას. ეს იყო მიზეზი იმის, რომ უმრავლესობის მხრიდან ორი ვარიანტი იყო წარმოდგენილი. ვერ მოვასწარით შეჯერება ამ კანონპროექტების. არ მიკვირს, რომ დღეს ჩვენი კოლეგები "რესპუბლიკური პარტიიდან" ვეტოს დაძლევასაც არ უჭერენ მხარს და არც პრეზიდენტის შენიშვნებს. არც მიკვირს, რომ ერთ-ერთ ვარიანტში "ნაციონალური მოძრაობის", "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" მოსაზრებები დაემთხვა, ეს პარლამენტია და ამას არანაირი პოლიტიკური სარჩული და ჭორები არ სჭირდება, ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ყველაზე მეტად ის მიკვირს და ვერაფრით ვერ ავხსენი, რა მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა პროცესები განვითარდა ან რა შეიცვალა ისეთი, რომ ჩვენს მიერ ერთსულოვნებით, გულითადობით, სიყვარულით, ბრძოლით არჩეულმა პრეზიდენტმა შემოიტანა ის კანონპროექტი, რომელსაც არავინ მხარს არ უჭერს, ფაქტობრივად. მე ვერ ვნახე ვერც ერთი ადამიანი ამ დარბაზში, ვინც მოუწონა და ტაში დაუკრა, ვერც - გარეთ", - განაცხადა დავით საგენელიძემ.

მისის თქმით, პრეზიდენტის პოზიცია "ხმების ნულს" აიღებდა, რომ არა "თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია. "მხოლოდ რამდენიმე ხმა ექნება დღის ბოლოს კენჭისყრებზე ამ პოზიციას. ძალიან გული მტკივა და ვწუხვარ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ უმრავლესობასთან საერთო ენა ვერ გამოძებნეს ამ თემაზე, "ნაცმოძრაობასთან" ვერ მიესვლებათ გასაგებია და პრეზიდენტთან გზას ეძებენ. ეს პოლიტიკაა და მე ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ პრეზიდენტთან რა მოხდა, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ბატონო პრეზიდენტო, ვეტოს დადება თქვენი დისკრეციაა, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მარტომ ვერ აიღეთ და გადაუნაწილეთ პასუხისმგებლობა სხვესაც, როდესაც ბრიფინგზე თქვით, რომ "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვეტოს დადებაზეო". ასე არაა, ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენია. შენ, ჩემო პრეზიდენტო, შენ უნდა დაადო ვეტო და "თქვენ" ამ სიტყვაში არ უნდა იხმაროთ. საერთოდ ნათქვამია, რომ ვიზეც ყველაზე დიდი ამაგი გაქვს, ყველაზე მეტად გიყვარს და შეგტკივა გული. ეს უმრავლესობაც ასე ვართ, ჩვენ სხვანაირად გცემთ პატივს, ბატონო პრეზიდენტო, სხვანაირად გვიყვარხართ და ძალიან გული მწყდება, რომ ის კონტაქტი და დამოკიდებულება არ არსებობს, რომელიც უნდა იყოს და უმრავლესობის მიერ მიღებული კანონპროექტი თქვენს მიერ ჰარიჰარალად ვეტო დასადები გახდა. საქმე იმაშია, რომ ვეტოს დარტყმა ნამდვილად არ არის თოხის დარტყმა. ვეტო თოხი არ არის და როცა მოგეხალისება ადამიანს, იქ არ უნდა ურტყა", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა