სააკაშვილი: ივანიშვილის საქართველოდან გაქცევის შემდეგ მე მხოლოდ ერთ ადამიანს დავსჯი

სააკაშვილი: ივანიშვილის საქართველოდან გაქცევის შემდეგ მე მხოლოდ ერთ ადამიანს დავსჯი

7 დეკემბერს, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შეკრებილ აზერბაიჯანელ ახალაგაზრდებს მიხეილ სააკაშვილი ვარშავიდან სკაიპით ჩაერთო. მან ბოლნისის, მარნეულის, დმანისისა და გარდაბნის ახალგაზრდებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს შურისძიების დრო. აღნიშნული ინფორმაცია "თავისუფალმა ზონამ" გააცრცელა. მათი ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილმა ახალგაზრდებს შემდეგი ტექსტით მიმართა:

"იმ დროს როდესაც ივანიშვილი გაიქცევა საქართველოდან, მე არ ვაპირებ ვინმეს დასჯას, საქართველოს არ ექნება შურისძიების დრო... ჩვენ დავრჩით ეკონომიკაში შემოსული მილიარდების გარეშე, ხოლო ხალხი, ვისაც ეგონა ივანიშვილი მილიარდებს ჩამოურიგებდა, მათი მილიარდები მისსავე ჯიბეში დარჩა. იმ დროს, როდესაც ივანიშვილი გაიქცევა საქართველოდან, მე არ ვაპირებ ვინმეს დასჯას, საქართველოს არ ექნება შურისძიების დრო.

მე მხოლოდ დავსჯი ერთ ადამიანს, ვინც იბარებს პროკურორებს და გასცემს დავალებებს. ეს დრო დადგება ძალიან მალე და ეს მომენტი უნდა დადგეს იმაზე მალე, ვიდრე ივანიშვილს ჰგონია".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა