"იმდენად სასაცილოა, არც კი ვიცი გიპასუხოთ თუ არა" - ღარიბაშვილი მის გადადგომასთან დაკავშირებულ ჭორებს პასუხობს

"იმდენად სასაცილოა, არც კი ვიცი გიპასუხოთ თუ არა" - ღარიბაშვილი მის გადადგომასთან დაკავშირებულ ჭორებს პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჭორები, თითქოს მას ამ პოსტზე სხვა შეცვლის სასაცილოა.

"ჭორები, თითქოს პრემიერ - მინისტრი სხვა იქნება და ა.შ, იმდენად სასაცილოა, რომ არც კი ვიცი გიპასუხოთ თუ არ გიპასუხოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის მეთაური, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი.

"პრემიერ-მინისტრის გადაყენება, გამოცვლა დემოკრატიულ სახელმწოფოში ასე მარტივად არ ხდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა