როდესაც საჭიროდ ვთვლი, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს აზრი ვკითხო - ირაკლი ღარიბაშვილი

როდესაც საჭიროდ ვთვლი, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს აზრი ვკითხო - ირაკლი ღარიბაშვილი

როდესაც საჭიროდ ვთვლი, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს დავურეკო და აზრი ვკითხო, ეს ყველა ქვეყანაში ხდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებში არ ერევა.

"როგორ წარმოგიდგენიათ ბიძინა ივანიშვილი დეპარტამენტების დონეზე ერეოდეს მთავრობის საქმიანობაში?! ბიძინა ივანიშვილი არ ერევა მთავრობის საქმიანობაში. არ დამიმალავს, რომ როდესაც საჭიროდ ვთვლით და მნიშვნელოვან საკითხებზე გვაქვს მსჯელობა, შეიძლება დავურეკო მას და ვკითხო აზრი და რჩევა. ეს ნორმალური პროცესია და ყველა ქვეყანაში ხდება, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ პრეზიდენტს ეკითხებიან აზრს. ეს ხდება გამჭვირვალედ და ეს არის ჩემთვის მთავარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა