შემდეგი ჭიკაიძე იქნება?! - "ღარიბაშვილის ამ ე.წ. გარემოცვამ ივანიშვილისგან დისტანცირება სცადა"

შემდეგი ჭიკაიძე იქნება?! - "ღარიბაშვილის ამ ე.წ. გარემოცვამ ივანიშვილისგან დისტანცირება სცადა"

"ბრალდება, რომელიც მომდინარეობს "ნაციონალური მოძრაობიდან" ჩემთვის სასაცილო, მიუღებელი და აბსურდულია, მაგრამ იმისთვის, რომ რიგით მოქალაქეს არ გაუჩნდეს ჩემი, ჩემი ოჯახის ან გუნდისადმი კითხვები, მათთვის განვმარტავ: მე მაქვს აბსოლუტურად გამჭვირვალე ცხოვრების წესი, ასე ვმუშაობდი ბატონ ბიძინასთან, ასე ვმუშაობ დღესაც, თუ ოდესმე რაიმე მექნება დასამალი, დავიხურავ ქუდს და წავალ. არცერთი კითხვის არ მეშინია. მოვედი სუფთა ხელებით და სუფთა ხელებით მინდა წავიდე". - ეს განცხადება არცთუ დიდი ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლებაში მისი ახლობლების ზვიად ჯანყარაშვილისა და გიორგი ზედელაშვილის საქმიანობის თაობაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

მან იქვე თქვა: "გიორგი ზედელაშვილის ოჯახსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ის განსხვავებაა, რომ მათ ეს კაპიტალი დააგროვეს ხელისუფლებაში ყოფნისას, ხოლო ზედელაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, კაპიტალი უკვე ჰქონდა". ამ ცოტა ხნის წინ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოსტიდან ზვიად ჯანყარაშვილის წასვლას, არაერთი იმ მაღალჩინოსნის წასვლაც მოჰყვა, ვინც, სწორედ ე.წ. ღარიბაშვილის საყრდენი ჯგუფის წევრებად განიხილებოდნენ.

ზოგიერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ მომხდარი ვერ ჩაითვლებოდა ღარიბაშვილის დასუსტებისკენ მიმართულ პროცესად, რადგან თანამდებობეს ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ მის ოჯახთან დაახლოებული შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი მოადგილე, ღარიბაშვილის ნათესავი გიორგი ზედელაშვილი. უკვე თვითონ პრემიერმინისტრმა დაადასტურა, რომ უმნიშვნელოვანესი პოსტიდან გიორგი ზედელაშვილიც გაუშვეს.

ის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ გადაიყვანეს, შს მინისტრის მოადგილედ კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი დაინიშნა, ამ თანამდებობაზე კი მისი ყოფილი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე დააბრუნეს. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია და ამის გათვალისწინებით, უკვე ცხადზე ცხადია, რომ ექსპრემმიერი საკუთარი კადრების უკან - ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს, საზოგადოებას კი უჩნდება კითხვა: ამ კადრების დაბრუნებას, მისი დაბრუნებაც ხომ არ მოჰყვება?! ექსპერტთა ნაწილი მთავრობაში ცვილილებების გაგრძელებას კვლავ ელის. გასათავისუფლებელთა შორის, უპირველესად, შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ასახელებენ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა