გარდაცვლილი დეპუტატი 100 მილიონ დოლარს ფლობდა - ნაული ჯანაშიას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები

გარდაცვლილი დეპუტატი 100 მილიონ დოლარს ფლობდა - ნაული ჯანაშიას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები

საქართველოს პარლამენტის წევრი ნაული ჯანაშია 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნაული ჯანაშია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. არსებული ინფორმაციით, ჯანაშია სიმსივნით იყო დაავადებული.

ნაული ჯანაშია არასდროს გამოირჩეოდა პოლიტიკური აქტივობით, და შესაძლოა, ჩვენი მკითხველის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ის საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.

ნაული ჯანაშია 18 წლიდან ყაზახეთში, ხოლო მოგვიანებით პეტერბურგსა და მოსკოვში მოღვაწეობდა. ამბობდა, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ ყველაფერი დაკარგა და თავისი ქონება რუსეთში, იქაური მეგობრების დახმარებითა და ხელშეწყობით დააგროვა. საქართველოში 2008 წელს დაბრუნდა.

ნაული ჯანაშიას თავის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ჰქონდა, რომ ფლობდა ბინას მოსკოვში, ბალდაის გზატკეცილზე, მის საკუთრებაში შედიოდა 200 კვ. მეტრი ფართობის მქონე სახლი და 1200 კვ. მეტრის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მოსკოვში - "პასიოლოკ დრუჟბაში". კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც დეპუტატის დეკლარაციაშია მითითებული, 528 კვ.მეტრს შეადგენს და მარტვილში მდებარეობს. მასვე ეკუთვნოდა 73 200 დოლარად ღირებული ავტომობილი "ტოიოტა", "ვოლვოსა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები, სამსართულიანი სახლი და 3000 კვ, მეტრი მიწის ფართობი თბილისში, დიდ დიღომში.

დეპუტატს თავის რაიონში ორი ეკლესია აქვს აგებული, მანვე გაარემონტა დადიანების სახელობის რეზიდენცია, რომელიც მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარეობს.

ოფიციალური და არაოფიციალური წყაროების თანახმად, ჯანაშიას ქონებაზე 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული. თავად კი ამბობდა, რომ "საშუალოდ მდიდარია". "ჩემისთანა მდიდარი ხალხი, შესაძლოა, მილიონი იყოს საქართველოში, ისინი არ ამჟღავნებენ ამას, ყველა მიმალულ-დამალულია - მე არაფერი მაქვს დასამალი", - ამბობდა დეპუტატი.

AMBEBI.GE

იხილეთ| 10 უმდიდრესი ქართველი პარლამენტარი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა