გოგა ხაჩიძის სანაძლეო: პოლიტიკოსი წაგების შემთხვევაში დეპუტატის მანდატს დატოვებს

გოგა ხაჩიძის სანაძლეო: პოლიტიკოსი წაგების შემთხვევაში დეპუტატის მანდატს დატოვებს

თუ ბიუჯეტი შესრულდება, დეპუტატის მანდატს დავტოვებ, თუ ვერ შესრულდა, ფინანსთა სამინისტრო გარღვეული ბიუჯეტის რაინდის გარეშე დარჩეს, - ასეთი წინადადებით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს პარლამენტში, ბიუჯეტის განხილვისას.

მისი თქმით, ახალ წელს საქართველო დეპუტატ ხაჩიძის გარეშე შეხვდება თუ მინისტრ ხადურის გარეშე, ეს გახდეს პირობად იმისა, შესრულდება თუ არა წლევანდელი ბიუჯეტი.

"ფინანსთა მინისტრისგან დაიდო პირობა, რომ წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდება. გავამარტივოთ და უფრო გასაგები გავხადოთ საკითხი. ეს გამოსვლა იწერება, სტენოგრამაც კეთდება და ოფიციალურ შემოთავაზებად შეგიძლიათ ჩათვალოთ. თუ თქვენ 2014 წლის ბოლომდე შემოსულებებში შეკრიბავთ 9 მილიარდ 105 მილიონს და გადასახდელებში დახარჯავთ 9 მილიარდ 80 მილიონს, მაშინ საჯაროდ ვამბობ, რომ ბიუჯეტი იქნება შესრულებული და საჯაროდ დავტოვებ დეპუტატის მანდატს. თუ ამ პირობებს ვერ შეასრულებთ, მაშინ ფინანსთა სამინისტრო დარჩეს გარღვეული ბიუჯეტის რაინდის გარეშე და მინისტრის პოსტი დატოვოს. თუ თქვენგან ამ პირობაზე დღესვე იქნება თანხმობა, ჩემი პირობაც ძალაში შევა. ამაზე მეტად საზოგადოებას ვერ ვაჩვენებთ ვინ არის მართალი, თქვენ, რომელიც ამტკიცებთ, რომ ბიუჯეტი შეასრულეთ თუ ჩვენ, რომლებიც ვამტკიცებთ, რომ ამის შანსი არ გაქვთ", - განაცხადა ხაჩიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა