"გივი თარგამაძე ერთ დროს სიგარეტის ფულს ითხოვდა" - თინა ხიდაშელი "კალოშებთან" დაკავშირებით

"გივი თარგამაძე ერთ დროს სიგარეტის ფულს ითხოვდა"  - თინა ხიდაშელი "კალოშებთან" დაკავშირებით

დეპუტატი თინა ხიდაშელი "კალოშებთან" დაკავშირებით ფინასთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ფრაზას გამოეხამურა. ხიდაშელმა საპარლამენტო უმცირესობას რამდენიმე მაგალითი მოუყვანა, თუ ვინ შეიძლება ეგულისხმა ფინანსთა მინისტრს ამ კონტექსტში.

"კალოშებია" დღეს აქ ძალიან პოპულარული თემა და ბევრჯერ იკითხეს, ვის გულისხმობდა ფინასთა მინისტრი, დღევანდელ დეპუტატებს თუ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ორივეს თითო მაგალითს გეტყვით. ბატონი კეზერაშვილი, რომელიც პატარა, უქონელი ბიჭი, ერთ დროს დროშებს ატრიალებდა და დღეს ყველაზე მდიდარი კაცია საქართველოში, საქართველოშივე ნაშოვი ფულის პირობებში. არასოდეს, არც ერთი დღე, მას სახელმწიფო თანამდებობების იქით არ უმუშავია და მილიონები შეაგროვა. კიდევ შემიძლია გავიხსენო გივი თარგამაძე, ერთ დროს სიგარეტის ფულს ითხოვდა ხოლმე და მერე რაღაცნაირად ძალიან დიდი შესაძლებლობები გამოუჩნდა. თუ გაინტერესებთ, სია საკმაოდ დიდია, რომლზეც შეგვიძლია დეტალურად მოგიყვეთ, თუ როგორ შოულობდნენ ფულს სახელმწიფო სამსახურებში", -განაცხადა თინა ხიდაშელმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა