ბატონო ნოდარ, თქვენ ნამდვილად გლდანში ცხოვრობთ... ეტყობა არ გაფასებენ - ბობოხიძე ხადურს

ბატონო ნოდარ, თქვენ ნამდვილად გლდანში ცხოვრობთ... ეტყობა არ გაფასებენ - ბობოხიძე ხადურს

დეპუტატ აკაკი ბობოხიძის აზრით, ბიძინა ივანიშვილისთვის ნოდარ ხადურის ფასი დაბალია, რადგან სხვა მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, ბინის შესაძენად კრედიტს მას არ უფარავს.

"ბატონო ნოდარ დაგიდასტურებთ, რომ თქვენ ნამდვილად გლდანში ცხოვრობთ. ძალიან უცნაურია. ეტყობა არ გაფასებენ, რადგან მაღალი ჩინის თანამდებობის პირებმა დანიშვისთანავე, მეორე დღეს ბანკ "ქართუდან" უპროცენტო კრედიტები გამოიტანეს, რომელსაც მათი ხელფასი არ ეყოფათ, რომ 10-15 წლის განმავლობაში გაისტუმრონ. ეტყობა, ბიძინა ივანიშვილთან თქვენი ფასი ძალიან დაბალია, რადგან მან თქვენ ეს გადასახადი არ გადაგიხადათ. აქედანაც ჩანს, როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილი თავისი ქვეყნის ფინანსთა მინისტრს", - მიმართა ხადურს აკაკი ბობოხიძემ.

აღნიშნული განცხადება ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა