გიორგი ღვინიაშვილი - მზეზე მაღალ პირველ მოქალაქეზე, ბიძინა ივანიშვილზე მადლობის მეტის თქმის უფლება არ გაქვთ

გიორგი ღვინიაშვილი - მზეზე მაღალ პირველ მოქალაქეზე, ბიძინა ივანიშვილზე მადლობის მეტის თქმის უფლება არ გაქვთ

მზეზე მაღალ პირველ მოქალაქეზე, ბიძინა ივანიშვილზე მადლობის მეტის თქმის უფლება არ გაქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ღვინიაშვილმა უმრავლესობას მიმართა. თუმცა, ღვინიაშვილის თქმით, დღეს, ბიუჯეტის განხილვისას "მადლობა ბატონ ბიძინას" შეიცვალა "მადლობა ბატონ ნოდარით".

"ქართული ოცნების დაპირებების შეუსრულებლობის მიუხედავად ძალიან ხშირად ისმის ფრაზა მადლობა ბატონ ბიძინას. ეს გასაკვირი არაა, რადგან მზეზე მაღალ პირველ მოქალაქეზე მეტის თქმის უფლება არ გაქვთ. ძალიან გასაკვირია, რომ დღეს, ამ დარბაზში შეიცვლება "მადლობა ბატონ ბიძინას" და ისმის "მადლობა ბატონ ნოდარის". ეს ხდება იმ ფონზე, რომ შარშან დაახლოებით მილიარდამდე გაირღვა ბიუჯეტი. წელსაც ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ძალიან დიდი პრობლემები ექმნება ბიუჯეტს. ეტყობა მათი მხრიდან არ ჩანს, მაგრამ ქუჩაში თუ გახვალთ ნახავთ საით მიდის ქვეყანა, რა მდგომარეობაშია ხალხი, რას ელოდნენ თქვენგან და რა მიიღეს დაინახავთ", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა