ეკა ზღულაძე უკრაინაში თანამდებობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

ეკა ზღულაძე უკრაინაში თანამდებობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა პრეზიდენტ პოროშენკოს ეკატერინე ზღულაძისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით მიმართა.

როგორც ავაკოვი Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე წერს, ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობის მიღებისა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება დაწერა.

"პრეზიდენტი მიესალმა ჩემს წინადადებას. ორშაბათს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება გამოიცემა მოქალაქეობის შესახებ, ბოლო ფორმალობასაც აღვასრულებ – მინისტრთა კაბინეტისთვის მისი კანდიდატურის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე წარდგენით. მოხარული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტი კომპეტენტურობა, რეფორმების სურვილი და ღიმილი იქნება", - წერს ავაკოვი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა