დანიის სამეფოს მოსახლეობის 90% საშობაოდ ქართულ ნაძვის ხეს იყენებს

დანიის სამეფოს მოსახლეობის 90% საშობაოდ ქართულ ნაძვის ხეს იყენებს

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს რაჭის რეგიონში მარიანე ბოლსის და სხვა კომპანიების საქმიანობის შედეგად, დანიის სამეფოს მოსახლეობის 90% საშობაოდ სწორედ ქართულ ნაძვის ხეს იყენებს. სწორედ ეს ქალბატონი, რომელიც საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, დანიის სამეფოს იუტლანდიისა და ფინის რეგიონებში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა.

მარიანე ბოლსის ხელშეწყობით რაჭაში მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისა და ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. დანიაში მარიანე ბოლსი წარმატებული ბიზნეს საქმიანობით არის ცნობილი. იგი ხელმძღვანელობს კომპანია "Fair Trees"–ის რომელიც საქართველოში, რაჭის რეგიონში, სოჭის გირჩების შეგროვებით სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიამ საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საპატიო კონსულს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა და საპატიო კონსულმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საპატიო კონსული ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში და ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობის განვითარებას.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა