ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება პენსიონერი და ეს ჩვენი სირცხვილია - კახი კალაძე

ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება პენსიონერი და ეს ჩვენი სირცხვილია - კახი კალაძე

სოფლად ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება პენსიონერი და ეს ჩვენი სირცხვილია- განცხადება ამის შესახებ ენერგეტიკის მინიტრმა, ვიცე-პრემიერმა,  კახი კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში გააკეთა.

კახი კალაძემ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ ფონზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარ გამოწვევას სამუშაო ადგილების შექმნა და არსებული სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

მისი თქმით, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, საქართველოს ხელისუფლებამ ორი წლის განმავლობაში პენსია არა 10 ლარით, არამედ 50-ი ლარით გაზადა და ის გაუთანაბრა საარსებო მინიმუმს.

ვიცე -პრემიერის განცხადებით, ეს თანხა არის ძალიან მცირე, თუმცა არსებული პრობლემებიც არის ძალიან მძიმე და მის მოგვარებას ბევრად მეტი დრო სჭირდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა