"შენი ტოლები ჩახოცეს, არ გრცხვენია"? - ლალი ბადურაშვილი "რეაქციაში"

"შენი ტოლები ჩახოცეს, არ გრცხვენია"? - ლალი ბადურაშვილი "რეაქციაში"

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "რეაქციაში" ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების საქმიანობის შეფასებას მწვავე დებატები მოჰყვა.

მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა სტუდიაში დამსწრე ახალგაზრდებს მიმართა, რომლებიც მოქმედ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.

ბადურაშვილის თქმით, ყველას დაავიწყდა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, როდესაც ის ხელისუფლებაში მოდიოდა.

"ივანიშვილმა მაშინვე თქვა, რომ მომავალი 2 წელი იქნებოდა უმძიმესი, არ უთქვია პეპლებივით იქნებითო, მესამე ცოტა უკეთესი და მეოთხედან დავიწყებთ. 9 წლის განმავლობაში უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული, თქვენი ლიდერი გამოდიოდა და იძახდა: "ყველანი ციხეში", - არა გრცხვენიათ? თქვენი პარტია თავს იწონებს დაუმთავრებელი გზებით. 9 წელიწადია ლტოლვილებს ვერ აუშენეს ერთი კორპუსი... თქვენი ტოლები დახოცეს ქუჩაში, არ გრცხვენიათ? მეზობელი არა გყავს არავინ?..." - მიმართა ლალი ბადურაშვილმა დარბაზში მსხდომ ახალგაზრდებს.

ლალი ბადურაშვილის ემოციურ კრიტიკის პასუხად, ინგა გრიგოლიამ სტუმარს კითხვით მიმართა.

"მე ყველაზე მეტად არ მიყვარს, როცა ოჯახის წევრებს ახსენებ ერთმანეთის პოზიციებს, მაგრამ ეს კითხვები ნინისთვის თუ გაქვთ დასმული, როცა ნაციონალური მოძრაობის დროს ძალიან აქტიურად იყო ჩართული მხარდამჭერ კონცერტებში?"

"მე ნინიზე არ ვპასუხობ ხოლმე, ნინი მაშინ იყო 20-22 წლის გოგო, სიმღერა უნდოდა და ყველასთან იმღერებს, ესტრადაა და ამას ნუ ჩავთვლით..." - აღნიშნა ლალი ბადურაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა