ვინმეს აინტერესებს ირმა ინაშვილი, ამ მანიაკის აზრი? - ბურჭულაძე "რეაქციაში"

ვინმეს აინტერესებს ირმა ინაშვილი, ამ მანიაკის აზრი? - ბურჭულაძე "რეაქციაში"

ხელისუფლების ორწლიანი მართველობასა და ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობაზე მსჯელობა ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში.

გადაცემაში აჭარიდან ჩაერთო ირმა ინაშვილი, რომელმაც ყოფილი ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას მართველ გუნდთან შენიშვნები აქვს, მთავარი მაინც სამრთლიანობის სრულად აღდგენაა.

ინაშვილის ეთერში ჩართვა გააპროტესტა "დემოკრატიული განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელმა, მუხრან ბურჭულაძემ, რომელმაც ინგა გრიგოლიას მისი მოწვევის მოტივი ჰკითხა. "მე რომ მცოდნოდა ეგ იქნებოდა, მე აქ არ მოვიდოდი" - მიმართა ბურჭლაძემ გადაცემის წამყვანს.

"რა მოტივაცია გქონდათ ქალბატონო ინგა, ირმა ინაშვილი რომ მოიწვიეთ? ღმერთმა დამიფაროს, ინგა, რომ ჩავერიო შენი სტუმრების მოწვევაში, მაგრამ ვინმეს აინტერესებს ირმა ინაშვილი?! ამ მანიაკის აზრი? ეგ და ბედუკაძე რომ დღეს თავისუფლებაზე არიან, ეგ არის აი, ამ ორწლიანი მმართველობის შედეგი... ქალი, რომელმაც ცოცხების მულტფილმებით მოიყვანა ხელისუფლება და აი, ეს ცოცხები რეალობად გვექცა დღევანდელ ცხოვრებაში და ჯაჭვით დაბმული პატიმრები გვყავს დღეს სახეზე. მე და ინაშვილი სხვადასხვა საქართველოში ვცხოვრობთ. ჩემი საქართველო დასავლურია და მაგისი რუსული..." - მიმართა მუხრან ბურჭულაძემ ინგა გრიგოლიას.

ასევე დაგაინტერესებთ:  "შენი ტოლები ჩახოცეს, არ გრცხვენია"? - ლალი ბადურაშვილი "რეაქციაში"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა