სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინის გენპროკურორად დანიშნონ?

სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინის გენპროკურორად დანიშნონ?

უკრაინის სავაჭრო ქსელების მიმწოდებელთა ასოციაციის დირექტორი ალექსეი დოროშენკი თავის ბლოგში წერს, რომ უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტი შესთავაზონ.

"რატომ იწვევს საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინელებში ასეთ ემოციებს? - საქმე ისაა, რომ უკრაინელთა უმეტესობას სჯერა, რომ საქართველო დღეს ჩვენს ქვეყნასთან შედარებით მეტ-ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა, რაც საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგია. ამ წარმატების ლომის წილი სამართალდამცავი ორგანოების რეფორმაზე მოდის, ხოლო ეს ყველაფერი საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირდება... მან ქვეყნაში კორუფციის დონის მნიშვნელოვნად შემცირება შეძლო... სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში აუცილებლად რეფორმატორის სახელით უნდა შევიდეს. მას ასევე შეუძლია ამ სახელით შევიდეს უკრაინის ისტორიაშიც." - წერს დოროშენკო და იქვე აღნიშნავს: "უკრაინაში დღეს მოქმედი ჩინოსნებისთვის სააკაშვილი არის ყველაზე კოშმარული სიზმარი. ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის ადამიანი მუხრუჭების გარეშე, რომლის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, ციხეში ჩაჯდომა მოუწევს ყველას, ვინც, არათუ გაბედა და ხელი მოითბო სახელმწიფოს ფულით, არამედ საერთოდ, გაიხედა მისკენ".

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა