ის, რაც შევარდნაძის დროს მამალაძემაც კი ვერ გაბედა, ერთი ოლიგარქის ახირებამ შეიწირა - სააკაშვილი საყდრისზე

 ის, რაც შევარდნაძის დროს მამალაძემაც კი ვერ გაბედა,  ერთი ოლიგარქის ახირებამ შეიწირა - სააკაშვილი საყდრისზე

ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე საყდრისის ირგვლივ განვიტარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"საყდრისის ოქროს საბადოს, უძველესი ქართული კულტურული, ოქროს საწმისის ეპოქის ფასდაუდებელი მატერიალური ძეგლის ბარბაროსული აფეთქება ძალიან მძიმე დარტყმაა ქართველულ კულტურასა და ასევე მსოფლიო მემკვიდრეობაზე. რუსი მფლობელების მოთხოვნას და ვინმე უჩას, ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის სიხარბეს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელსაც საუკუნეების განმავლოვაში, ქვეყნისთვის სიმდიდრე და სახელი უნდა მოეტანა, მოეზიდა ტურისტები.

ის რაც შევარდნაძის დროს მამალაძემაც კი, ვერ გაბედა და ჩემი პრეზიდენტობის დროს კი, რა თქმა უნდა, საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ოლიგარქის ახირებამ და მისი ნათესავების მატერიალურმა დაინტერესებამ შეიწირა. თალიბების მიერ კლდეში გამოკვეთილი ბუდების აფეთქების შემდეგ ვერ ვიხსენებ ამ დონის ვანდალიზმს მსოფლიოში. ეს არის პირდაპირი შედეგი კორუფციის, უპასუხისმგებლობისა და უმეცრების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ყველა მიმართულებით.

მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს ეხება, ახლა მაინც, შეაჩერებინონ უკანონო სამუშაოები, რათა ის მაინც გადავარჩინოთ, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა