საქართველოს ნორჩი "პრემიერი" და "პრეზიდენტი" - ვინ დგას მათ უკან და აპირებენ თუ არა ხელსუფლებაში მოსვლას ახალზარდები

საქართველოს ნორჩი "პრემიერი" და "პრეზიდენტი" - ვინ დგას მათ უკან და აპირებენ თუ არა ხელსუფლებაში მოსვლას ახალზარდები

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში საქართველოს ახალგაზრდული მთავრობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. არასამთავრობო ორგანიზაციის გარშემო უამრავი კითხვა გაჩნდა, მთავრობის წევრები მკაცრად გააკრიტიკეს, ზოგმა დასცინა კიდეც. საქართველოს ახალგაზრდა მთავრობას ჰყავს პრეზიდენტი, პრემიერი და საკუთარი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც 50 კაცით არის დაკომპლექტებული. ახალგაზრდებმა მინისტრები რეზიუმეებით შეარჩიეს. მათი მოდელი ქვეყნის მთავრობის ზუსტი ანალოგია, სადაც პრეზიდენტს, პრემიერს და მინისტრებს ერთი წლის ვადით ირჩევენ.

Ambebi.ge საქართველოს ახალგაზრდული მთავრობის პრემიერ-მინისტრს რატი რატიანს და პრეზიდენტს ქეთევან ონიანს ესაუბრა.

- საიდან გაჩნდა საქართველოს ახალგაზრდული მთავრობის შექმნის იდეა?

ქეთევან ონიანი (პრეზიდენტი):

- საქართველოს ახალგაზრდული მთავრობა ჩამოყალიბდა ახალგაზრდა პოლიტიკოსების მიერ, რომელიც მე დავაფუძნე 2013 წელს. ხშირად ვართ მსგავს პროექტებში და გვინდოდა განსხვავებული, რაც არ ყოფილა, ისეთი გაგვეკეთებინა და ასე ჩამოყალიბდა საქართველოს ახალგაზრდა მთავრობა. ჩვენი ორგანიზაცია ნიჭიერი ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული და საქართველოს მთავრობის ზუსტი ანალოგია.

რატი რატიანი (პრემიერ-მინისტრი):

- საქართველოს ახალგაზრდა მთავრობა, განათლებული ადამიანებითაა დაკომპლექტებული, კეთილ და კარგ მომავალზე ვართ ორინტირებული. განათლებულ ადამიანებს დიდი შესაძლებლობები აქვთ.

- ვინ დააკომპლექტა თქვენი მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი?

- ეს მინისტრთა კაბინეტი ერთობლივად ჩამოყალიბდა, დღევანდელი მთავრობის ანალოგია. უბრალოდ პრეზიდენტი და პრემიერი ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ვნიშნავთ მინისტრებს. ა-პარტიული ორგანიზაცია ვართ და თავად ვაყალიბებთ მინისტრთა კაბინეტს. გამოვაცხადეთ ვაკანსია ინტერნეტით და ასე შევარჩიეთ მინისტრები.

- ვის აზრს ითვალისწინებთ?

- კონსულტაციას გვიწევენ ლექტორები, პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემაც ჩაგვიტარა ტრენინგები, არის ხალხი, ვის რჩევებსაც ვითვალისწინებთ.

- რა სახის აქტივობები გაქვთ დაგეგმილი, ახალგაზრდა პოლიტიკოსები საკუთარ პროტესტს ყოველთვის საპროტესტო აქციებით გამოხატავენ, თქვენ ამ ფორმით აპირებთ მუშაობის გაგრძელებას?

ქეთევან ონიანი:

- ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ჯანსაღი კულტურის და პოლიტიკის დანერგვა-განვითარება, რაც მე ვფიქრობ, ჩვენი პროექტით კარგად გამოგვდის. ახალგაზრდები ეჩვევიან საზოგადოებასთან, ტრიბუნასთან ურთიერთობას და დებატებს. ამ ეტაპზე შავი ზღვის უნივერსიტეტში ვიკრიბებით და იმედია მომავალში საკუთარი ოფისი გვექნება.

რატი რატიანი:

- ჩვენს ქვეყანაში რამე ისეთი თუ მოხდება რაც არ მოგვწონს, დავსხდებით და ერთად განვიხილავთ პრობლემას და რეზოლუციის სახით წარვუდგენთ მთავრობას.

- ვინ გაფინანსებთ?

- ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ არავინ არ გვაფინანსებს. არცერთ პარტიას არ ვემხრობით. თვითდაფინანსება გვაქვს, ოჯახი გვაფინანსებს რადგან სტუდენტები ვართ და არსად ვმუშაობთ. ისეთი თანხებიც არ გვჭიდრება.

- ბევრი ირონიულად აფასებს თქვენს საქმიანობას, რა რეაქცია გაქვთ?

- როცა ადამიანი წარმატებას აღწევს, თან სდევს ამას ირონია.

რატი რატიანი:

- იმ ადამიანებში გამოიწვია ირონია ჩვენმა საქმიანობამ, ვინც არ იცის, რას ვაკეთებთ. ჩვენ ვმუშაობთ ახალგაზრდებზე, რომლებიც წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარება-გამთლიანებაში. ეს არის მთავარი მიზანი. როცა ჩვენი მინისტრთა კაბინეტი იკრიბება, ვთათბირობთ. 50 კაციანი ჯგუფი ვართ, პრეზიდენტის და პრემიერის იმედები ვინც ვერ გაამართლა, ჩვენს გუნდში არ არის. ჩვენს გუნდს აქვს დიდი შესაძლებლობები. ჩვენი გუნდის მსჯელობამ დიდი გამოცდილება შესძინა სხვადასხვა ადამიანს. ზოგი ისეთი დაკავებულია, სისტემატიურად ვერ დადიოდა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა და ამიტომ აღარ არიან ჩვენს რიგებში.

- გოგო პრეზიდენტით კმაყოფილი ხარ?

- ნიჭიერი, განათლებული პრეზიდენტი გვყავს, რომელიც ბევრ რჩევას გვაძლევს.

- პარლამენტიც გაქვთ?

- არა, ჩვენ გვაქვს მთავრობა, მინისტრთა კაბინეტი. საახალწლო მილოცვასაც გავავრცელებთ და საჩუქრებსაც დავურიგებთ მოსახლეობას.

- მთავრობის წევრებთან გქონდათ შეხვედრები, რა ურთიერთობა გაქვთ ჩვენს მინისტრებთან?

- დავუკავშირდით სამინისტროებს, მეგობრულად დაგვიდგნენ გვერდით. ბოლოს სუბარს შევხვდით. მათ სამინისტროსთან ერთად ვატარებთ პროექტს, რომელიც 2015 წლიდან დაიწყება. შსს-ს აკადემია გვეხმარება იმაში, რომ სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახის შვილები ისწავლიან შსს-ს აკადემიაში. 4 წლის შემდეგ აიყვანენ სამსახურში. დადებითად შეხვდნენ ამ ფაქტს. გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენს შს მინისტრსაც დიდი გეგმები აქვს.

- რატი, რა რჩევებს მისცემთ მთავრობას?

- ჩვენ დამწყებები ვართ და მივიღებთ კრიტიკას და რჩევებს. ჯერ ჩვენ ვვითარდებით და ვერაფერს ვურჩევთ.

- ამბობენ, რომ თქვენი მფარველია მთავრობა, მართალია?

- არაა მართალი.

- ვის იცნობთ მთავრობის წევრებისგან?

- ვისაც შევხვდით.

- პრემიერ-მინისტრს იცნობთ?

- პრემიერს არ ვიცნობ. განათლებული, დიპლომატი ადამიანია. მისაბაძი არის იმაში, რომ განათლებულია. რატომ არ უნდა მივბაძო? რატომ არ უნდა გინდოდეს, იყო განათლებული?

- რამე მსგავსებას პოულობთ თქვენს და პრემიერ-მინისტრს შორის?

- მე ავღნიშნე ის ფაქტი, რომ უნდა მივბაძო განათლებით.

- საკადრო ცვლილებები თუ იგეგმება თქვენს მთავრობაში?

- ჯერჯერობით არა, უახლოეს მომავალში კი.

- თქვენი მომავალი გეგმები პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება?

- პირველ რიგში, რასაც აპირებს ჩვენი გუნდი, სწავლაა. მე ვსწავლობ ფრანგულს და ვფიქრობ ჩემი უნივერსიტეტის ხელშეწყობით მოვხვდები სორბონაში. იქედან განათლებული დავბრუნდები და ამ ინვესტიციას მოვახმარ ქვეყანას.

ქეთი:

- მეც იგივეს ვაპირებ.

- პრეზიდენტ მარგველაშვილს რა შენიშვნას მისცემთ?

- ძალიან განათლებული და ზომიერი ადამიანია და მე ვერაფერს დავუწუნებ.

თამარ ბოჭორიშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა