გოგა ხაჩიძემ პარლამენტს 220-ლარიანი პენსიისა და ე.წ. უფასო ფულის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა

გოგა ხაჩიძემ პარლამენტს 220-ლარიანი პენსიისა და ე.წ. უფასო ფულის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გოგა ხაჩიძემ პარლამენტს 220-ლარიანი პენსიის დაწესების შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში კიდევ ერთი პროექტი წარადგინა, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ე.წ. უფასო ფულის მიცემას ითვალისწინებს.

დეპუტატ გოგა ხაჩიძის სახელით ბიუროს დღეს "სახელწიფო პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი და ასევე "უფასო ფულის შესახებ" კანონპროექტი წარედგინა.

"სახელწიფო პენსიის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებით, 2015 წლის 1 აპრილიდან პენსია 220 ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც პენსია 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 60 ლარის ოდენობით კაიმანის კუნძულზე რეგისტრირებული თანაინვესტირების ფონდიდან გაიცემა.

რაც შეეხება უფასო ფულის წინადადებას, ხაჩიძის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებიდან მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯები მთლიანად საპარტნიორო და საინვესტიციო ფონდებიდან დაიფარება. უფასო ფულით სარგებლობის ფარგლებში, ბანკის მიერ გაცემული თანხა 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

პროექტის მიხედვით, "უფასო ფულის შესახებ" კანონპროექტი 2015 წლის 1-ელი აპრილიდან 2030 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

როგორც ხაჩიძე პროექტს თანდართულ განმართებით ბარათში აღნიშნავს, მისი ინიციატივები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებს პასუხობს.

კახა კალაძე ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი