გიორგი მარგველაშვილი თურქმენული ჯიშის ცხენების წარმოდგენაზე

გიორგი მარგველაშვილი თურქმენული ჯიშის ცხენების წარმოდგენაზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მის პატივსაცემად თურქმენული ჯიშის "ახალთექური" ცხენების წარმოდგენას დაესწრო.

გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის საერთაშორისო საცხენოსნო სპორტულ კომპლექსსაც ეწვია და პირადად მოსინჯა შესაძლებლობები მხედარის ამპლუაში.

ქვეყნის პირველი პირი დელეგაციასთან ერთად დაბა ყივჩაღს ესტუმრა, სადაც თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის მავზოლეუმი გვირგვინით შეამკო. სახელმწიფოს მეთაურმა საფარმურატ ნიაზოვის სახელობის "თურქმენბაშის სულიერების მეჩეთიც" დაათვალიერა. დაბა ყივჩაღში საქართველოს პრეზიდენტს თურქმენეთის მუფტმა მეკან აკიევმა უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო და აშხაბადის მერთან რეჯეპგელდი ნურმამედოვთან ერთად საპატიო სტუმართა ხეივანში წიწვოვანი ხე დარგო.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთის სახელმწიფო კულტურის ცენტრის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა