"მე ვარ ბატონი მიშას ყმა" - ჯოზეფ ქეის მაამებლური სატელეფონო ზარი ვანო მერაბიშვილთან

"მე ვარ ბატონი მიშას ყმა" - ჯოზეფ ქეის მაამებლური სატელეფონო ზარი ვანო მერაბიშვილთან

გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორი ვანო მერაბიშვილისა და ჯოზეფ ქეის რამდენიმე წლის წინანდელ სატელეფონო საუბარს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს სტენოგრამა მას ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა გადასცა.

ელისო კილაძის თქმით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ქეის არავითარი კავშირი არ ჰქონია ბადრი პატარკაციშვილთან და არც მისი ბიზნესპარტნიორი ყოფილა. კილაძის თქმით, უნდა გადაიხედოს ყველა საქმე, რომელშიც ჯოზეფ ქეი მონაწილეობს და იგი თავიდან უნდა დაიკითხოს.

სატელეფონო ზარის დასაწყისში, მაშინდელმა შს მინისტრმა ბიზნესმენი ვერ იცნო და რამდენჯერმე ჩაეკითხა, თუ ვის ესაუბრებოდა. ამაზე ქეიმ იხუმრა: "ალბათ, გავმდიდრდები კიდევ უფრო თქვენი წყალობით". ფრაზამ მერაბიშვილი ძალიან გაამხიარულა. გარდა ამისა, ჯოზეფ ქეი მიხელ სააკაშვილს მეფედ მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის მისი ყმაა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა