კახა კალაძე - ვოლსკი და სააკაშვილი საშობაო არდადეგებს ალბათ ერთად გაატარებენ

კახა კალაძე - ვოლსკი და სააკაშვილი საშობაო არდადეგებს ალბათ ერთად გაატარებენ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების რატიფიცირებაზე დასწრების სურვილი "სახალხო პარტიამ", კერძოდ, მისმა ერთ-ერთმა წევრმა, იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ გამოთქვა.

როგორც კალაძემ აღნიშნული თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ვოლსკი სააკაშვილის ძალიან ახლო მეგობარია. "ვოლსკი და სააკაშვილი საშობაო არდადეგებს ალბათ ერთად გაატარებენ", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ესწრებიან ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, კალაძემ განმარტა, რომ დასწრების საკითხი არის პარლამენტის პრეროგატივა, შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება მიწვეული. თუმცა, უსუფაშვილი ლიტვაში მკურნალობის კურსს გადის და, აქედან გამომდინარე, კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ღონისძიებას სხვა წარმომადგენელი დაესწრება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა