იციან თუ არა დეპუტატებმა, რას იყიდიან 10 ლარად?

იციან თუ არა დეპუტატებმა, რას იყიდიან 10 ლარად?

მომავალი წლის სექტემბრიდან პენსია 10 ლარით გაიზრდება და 160 ლარი გახდება. თუმცა, მთავრობის ამ დანაპირების კვალდაკვალ ლარის კურსი დაეცა. შესაბამისად, საკვებ პროდუქტებზე ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა.

იციან თუ არა პოლიტიკოსებმა, რა პროდუქტების შეძენა შეიძლება 10 ლარად?

ამ კითხვაზე gzapress.ge-ს პარლამენტარები ექსკლუზიურად პასუხობენ:

მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

- 10 ლარად რას შევიძენდი? შავ პურს, რადგან თეთრ პურს არ ვიყენებ. ხაჭოს, არაჟანს, ცოტა ყველს ვიყიდდი. ცოტა ყავას და რა ვიცი (იცინის)... მგონი მეტზე არ მეყოფოდა.

- ხორცი, შაქარი ან წიწიბურა არ გინდათ?

- ხორცსა და შაქარს ვამჯობინებდი ისევ წიწიბურას. ხორცისადმი დიდი სიყვარული არა მაქვს. შაქარს ვერიდები, რადგან მავნებელია. ოჯახის წევრებსაც ვურჩევ, რომ შაქარი არ მოიხმარონ. ზოგჯერ შაქარი მჭირდება იმისთვის, რომ ფხიზლად ვიყო და ტონუსს მაძლევს. აბა, რა გითხრათ? ზოგი 10 ლარს ყოველდღიურად ისე გადაანაწილებს, რომ ყოველდღიურ რაციონში რაღაც შეცვალოს. ყავას ყოველდღე არ იყიდის... ამ თანხის ფარგლებში რამდენი გრამი ხორცი მოგივა, არ ვიცი. თავისთავად, 10 ლარი ძალიან ცოტაა. გარდა ამისა, ადამიანს ბევრი რამ სჭირდება, მარტო საჭმელი ხომ არ არის? წამალი და ა.შ. 10 ლარი ძალიან ცოტაა, ბუნებრივია.

იხილეთ სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა