სამიანზე ძლივს "ვქაჩავთ" - როგორ აფასებს სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტში

სამიანზე ძლივს "ვქაჩავთ" - როგორ აფასებს სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტში

სამიანზე ძლივს "ვქაჩავთ", – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედი ხელისუფლების მიერ გაწეულ იმ საქმიანობას, რამაც ქვეყანა ევროსტრუქტურებამდე უნდა მიიყვანოს.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, ევროპა საქართველოში პრობლემებს ხედავს, რაც ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშია ასახული.

"საქართველო რომ ევროპის ნაწილია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ საქართველოში რომ პრობლემებია, ამას ნახავთ რეზოლუციაში, რომელსაც დღეს მიიღებენ. ყველაფერი წერია იმ რეზოლუციაში, წერია ძალიან არადიპლომატიური ენითაც კი. საქართველო ყოველთვის იყო ხუთოსანი და ათოსანი ამ პროცესების.

რამდეჯერ უნდა ვიყოთ კლასში ჩატოვების ზღვარზე? ფაქტია, რომ სამიანზე ძლივს ვქაჩავთ. მე მიხაროდა ხოლმე ამ ქალაქში ჩამოსვლა, რადგან ხუთოსნები ვიყავით. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ოროსანი, ვინც არ უნდა იყოს ამ ქვეყნის ლიდერი. არ მინდა, ყოველ წუთში გვემუქრებოდნენ რომ საშემოდგომოს გამოგაყოლებენ, რომ გაგვრიცხავენ. რატომ?", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა