მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმდა

მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმდა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუუქმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პასპორტი მთელი ცხოვრება ეკუთვნოდა.

"მე ჩამოვედი სტრასბურგში მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიაში მითხრეს, თურმე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემი საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმებია. თუმცა, კანონით პრეზიდენტს ეკუთვნის მთელი ცხოვრება ეს პასპორტი. აეროპორტის თანამშრომლებმა უბრალოდ გამიღიმეს და მითხრეს - ნუ, რას ვიზამთ ასეთი მთავრობა გყავთ, შეგიძლიათ, გაიაროთო", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, მსგავსი საქციელი ევროპაში დიდი ხანია, არავის უნახავს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა